Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კაჩინსკის ლაინერის ავიაკატასტროფასა და ყირგიზეთში მომხდარ გადატრიალებაში რუსეთს ადანაშაულებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/22222.jpegამერიკელი პოლიტოლოგი არტურ გერმანი პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის ავიაკატასტროფასა და ყირგიზეთში მომხდარ გადატრიალებაში რუსეთს ადანაშაულებს.

 

 

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა New York Post-მა დღევანდელ ნომერში ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ექსპერტი გახმაურებულ ორივე შემთხვევაში რუსეთს თითქმის ღია ტექსტით ადანაშაულებს.

 

 

გერმანის თქმით, “ტუ-154”-ის კატასტროფა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის-რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახის მიერ და პუტინის ბრძანებით იყო დაგეგმილი.

 

 

“თვითმფრინავის ავიაკატასტროფამ, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი და 95 მაღალჩინოსანი დაიღუპა, რუსეთის მისწრაფება ჰეგემონიისკენ, აღმოსავლეთ ევროპაში გააძლიერა,” – აცხადებს პოლიტოლოგი.

 

 

ექსპერტის თქმით, ობამას უსუსური საგარეო პოლიტიკა რუსეთს ძალაუფლების გაფართოების საშუალებას აძლევს.

 

 

“ზოგი რუსეთის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ლაინერის პილოტი თავისი პრეზიდენტის და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა და სმოლენსკის ავიადისპეჩერების გაფრთხილებების მიუხედავად ლაინერის დაშვებას მაინც ცდილობდა, დაუჯერებს. ზოგი კი, რუსეთს არ დაუჯერებს და გაიხსენებს, რომ ლეხ კაჩინსკი პუტინის რუსეთის უსასტიკესი მტერი იყო,”-აცხადებს გერმანი.

 

 

ამერიკელი პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ უახლოვეს მომავალში კრემლის პოლიტიკის გასატარებლად, რუსეთი პოლონეთზე ზეწოლას განახორციელებს და ამას შესაძლოა, პოლონეთმა ვერ გაუძლოს.

 

 

ექსპერტმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რუსეთ-აშშ-ს შეთანხმების ხელმოწერის დღეს ყირგიზეთში გადატრიალება მოხდა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი ავღანეთში აშშ ჯარების საჰაერო მომარაგების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ საჰაერო ბაზა 2010 წლის ივლისში დაიხურება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი აშშ ავიაბაზის განთავსებას მხარს უჭერდა.

 

 

“სანამ “შავი ყუთი” რუსეთის ხელში დარჩება, ჩვენ პოლონეთის პრეზიდენტის ავიალაინერის კატასტროფაზე სიმართლეს ვერ გავიგებთ,”- აცხადებს გერმანი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...