planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/nato1-150x150.jpg“უკრაინაში ნატოს ჯარის შემოჭრასთან დაკავშირებით საომარი მდგომარეობა გამოცხადდა”. ამ სიტყვებით დაიწყო ბელორუსიული ტელეკომპანიების “ლიპეცკოე ვრემიას” და “ტვკ”-ს საინფორმაციო გამოშვებები. “დღეს ლიპეცკის სამხედროებმა უკრაინის მოსახლეობა ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვენეს. უკრაინაში ნატოს ჯარის შემოჭრასთან დაკავშირებით საომარი მდგომარეობა გამოცხადდა და ალიანსის ჯარი ამ წუთებში ბელორუსიის საზღვართან მიემართება,”- იუწყებიან ბელორუსიული ტელეკომპანიების ახალი ამბები. ბელორუსიულმა ტელევიზიებმა ქვეყანაში უკრაინიდან ნატოს ჯარების შეჭრაზე ინფორმაცია ორშაბათს საღამოს გაავრცელეს. მოგვიანებით, ტელეკომპანიებმა ბელორუსიის შეშინებულ მოსახლეობას აუხსნეს, რომ ომის ინსცინირება რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წვრთნებისთვის იყო გაკეთებული. დიპლომატიური სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ტელევიზიამ ეს რეპორტაჟი საიტიდან წაშალა. “ტვკ” –ს ჟურნალისტის, ოკსანა კორაბელნიკოვას თქმით, წვრთნების ლეგენდის (ომის დაწყების) შესახებ მას და აეროდრომზე შეკრებილ სხვა ჟურნალისტებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი როაბჩიკოვმა აცნობა. მისი თქმით, საუბარი გამორთული კამერების წინ წარიმართა და გენერლის სიტყვები მან ბლოკნოტში Fჩაიწერა. ინფორმაციის გადაცემის შემდეგ კი, სამხედროებმა მომდევნო დღე ახსნა-განმარტებების მიცემაში გაატარეს და განმარტეს, რომ ლიპეცკის ჟურნალისტებმა ყველაფერი არასწორად გაიგეს. შეგახსენებთ, რომ ბელორუსიის მსგავსად, ანალოგიური მოდელირებული საინფორმაციო გამოშვება დაახლოებით 1 თვის წინ, პირდაპირ ეთერში ქართულმა ტელეარხმა “იმედიმაც” გაუშვა. ტელევიზიის ეთერში საინფორმაციო გამოშვების სახით იმიტაცია გავიდა, რომელშიც წამყვანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაღუპვაზე, რუსეთის ჯარების საქართველოში შემოჭრაზე, ქართული ჯარის ნაწილის რუსეთის მხარეზე გადასვლასა და ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვაზე აცხადებდა. იმიტირებულ გამოშვებას მაშინ საზოგადოებაში შოკი და პანიკა მოჰყვა. მომხდარი საქართველოს პრეზიდენტმა, პატრიარქმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშოირო მედიამაც დაგმო. საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მასაობრივი შოკის გამოწვევის გამო ტელეკომპანია “იმედს” ბოდიშის მოხდა მოუწია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts