planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/pololikashvili-zura2-150x130.jpgეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, რეგიონებს რაც უფრო მეტი დელეგირება ექნებათ, მით უფრო უკეთესი იქნება. როგორც პოლოლიკაშვილმა დღეს, მთავრობის კანცელარიაში სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, 10 დღის წინ ის ბათუმში ლევან ვარშალომიძეს შეხვდა და ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს. “ჩვენ დღეს მზად ვართ კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ მას. თუმცა, ბათუმში 10 დღის წინ გამართულ 2 საათიან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი და შევთანხმდით,” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები დღესაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევანვარშალომიძეს მოუსმენენ. ლევან ვარშალომიძე აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილებისდელეგირებას ითხოვს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარე ამბობს, რომ აჭარის სამინისტროები ვერ იღებენ უმარტივესტექნიკურ გადაწყვეტილებებს და ელოდებიან თბილისელი ბიუროკრატის მიერმისთვის უცნობ საკითხზე ხელმოწერას. ვარშალომიძე აცხადებს, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერმინისტრს 2009 წლიდან წერილებს უგზავნის, თუმცა ისინი ნიკა გილაურისმხრიდან უპასუხოდ რჩება. შეხვედრას დღეს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არ დაესწრება.საკითხების გარკვევა დღეს მინისტრთა კაბინეტში მოხდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts