planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/11/2/1257162243026/Fernando-Torres-001.jpgფერნანდო ტორესის ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა. ვრცლად სრულიადში… ოფიციალური ვებგვერდის მტკიცებით, პირენეელი თავდამსხმელი თავისი ყოფილი კლუბის, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო ტორესმა გასულ კვირას “ფულემთან” შეხვედრა გამოტოვა. არადა, იანვარში მან სწორედ მარჯვენა მუხლზე გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ერთი თვე გაუგრძელდა. ამჯერად საფუძვლიანი გამოკვლევის ჩასატარებლად ესპანელი ბარსელონაში ჩავიდა. საქვეყნოდ ცნობილი ქირურგის, რამონ კუგატის თქმით, ტორესის ტრავმა უმნიშვნელოა, თუმცა სავარაუდო გართულებების თავიდან აცილების მიზნით ფეხბურთელს 5 დღით დასვენება ურჩია. “მცირე დაზიანებაა, მაგრამ მას მცირე ხნით დასვენება სჭირდება. ნორმალური პირობების შექმნის შემთხვევაში, ფერნანდო მოედანზე გასვლას ხუთ დღეში შეძლებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, “ლივერპულის” მწვრთნელებმა და კლუბის მედიკოსებმა უნდა მიიღონ”, – კუგატმა ეს კომენტარი Daily Mirror-ის ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა. “წითლებს” “ატლეტიკომდე”, ინგლისის ჩემპიონატში, “ვესტ ჰემთან” უწევთ თამაში. ტორესი კი, კუგატის მითითებით, ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეძლებს ვარჯიშის განახლებას. ამდენად, ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ესპანელი ფორვარდი “ჩაქუჩებთან” დაპირისპირებაში. ბრიტანელი მიმომხილველების აზრით, რაფაელ ბენიტესი მას მოედანზე მეორე ტაიმში, რამდენიმე წუთით შეუშვებს… ტორესს მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად უსწრებს დანარჩენ თანაგუნდელებს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts