shamili Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 გაიოზ მამალაძე წმიდა ილია მართლის მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: `მამული, ენა, სარწმუნოება~ დღესაც გამოხატავს ქართული ნაციონალიზმის სამ მთავარ პოსტულატს, თუ შეიძლება ითქვას, სამ მთავარ ვერტიკალურ პოსტულატს. არავითარი მტკიცება არ სჭირდება, რომ ქართულობის ეს სამება ჩვენი თავისთავადობის უმთავრესი საფუძველია. ამას ეყრდნობა ჩვენი იდეოლოგია. მამული, ენა, სარწმუნოება არის სამი აუცილებელი პირობა, რათა ჩვენ ჩვენვე ვიყოთ და არა არავინ. ეს პოსტულატები ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს სხვა სამი ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგვათავზებთ. ახლა განვიხილოთ ილიასეული სამი პოსტულატი, რომლებსაც თავისი განმარტებები აქვთ. მამული ქვეყანა, სამშობლო არის ადამიანთა ერთობისთვის, ერისთვის ის სასიცოცხლო არეალი, გეოგრაფიული გარემო, რომლის გარეშეც არ ყალიბდება სოციალური ერთეული ერი, რომელიც სინამდვილეში ღვთისმიერი ერთეულია. მიწა, სამშობლო მხარე, ქვეყანა არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე, წარღვნიდან წარღვნამდე, მეორედ მოსვლამდე ცხოვრობდეს ერი და ვითარდებოდეს. სადაც იბადებიან, მოღვაწეობენ, იკრძალებიან თაობები და თაობები. სადაც ყოველი მტკაველი, ყოველი საფლავი, ყოველი ნაგებობა და ნანგრევი, ყოველი კულტივირებული მცენარე, ყოველი მდინარე და მთა, რაღაც ძალიან საერთოსი, რაღაც ძალიან ძვირფასის სახსოვარია ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. ეს არის ის საკუთარი თიხა, რომლისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა და რომლადაც იქცა ქართველთა ეთნარქების თუბალის, მოსოხის, კარდუს სათაყვანებელი ძვლები. მრავალი ერი მოიაზრებს საკუთარ სამშობლოს დედამიწაზე საუკეთესო ადგილად, ედემად. ასევე ქართველიც. არის ლეგენდა, რომ სანამ ქართველები ბოროტ გველეშაპს ებრძოდნენ, ღმერთმა ყველა ხალხს გაუნაწილა ქვეყნიერება და რადგან აღარაფერი დარჩა დაგვიანებული ქართველებისათვის, თავისთვის შემონახული საუკეთესო ნაწილი დედამიწისა გველეშაპებთან მებრძოლებს დაუთმო. ქართული და, საერთოდ, ქრისტიანული წარმოდგენით, ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ა. შ. საქართველოს საზღვრები არის განსაზღვრული თავად ღვთის მიერ და ეს ისტორიულადაც არის დადგენილი. ამიტომ მისი ყოველი გოჯის დათმობა მტრისათვის არის ღვთის მოცემულის განიავება, ღალატი. სწორედ ამიტომ დასაბრუნებელია, რაც დაკარგულია. ენა ენა არის კომუნიკაციის საშუალება ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იგი საერთო გვაქვს ქართველებს (აქვე შეიძლება გავიხსენოთ, რომ ენაც სამი გვაქვს ქართველური, ანუ აქაც სამებობაა). საერთო ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გარდაცვლილ და მომავალ თაობებს. ქართულად მივმართავთ ღმერთსაც. ღმერთიც ქართულად გვესიტყვება. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კაცის წარმოდგენაში ქართული ენა არის ლაზარე, ღვთის საუკეთესო მეგობარი. ქართველს სჯერა, რომ ღმერთს მისი ენისა ყველაზე უკეთ ესმის, რომ მისი ენა პირველადია, უძველესია, და ერთადერთი იქნება, რომ ქართული ენით განისჯება კაცობრიობა და რომ თავად უფალი ამ ენით საუბრობს. ეს სრულიადაც არ არის დასაძრახი. მესიანისტური იდეოლოგია მრავალ ერს აქვს. მეცნიერები მართლაც ამტკიცებენ ქართული ენის უძველესობას, მის სიახლოვეს სავარაუდო უძველეს საერთო კაცობრიულ მეტყველებასთან. სულთმოფენობის დღეს სულმან წმიდამ ქართულად აამეტყველა თავად ღვთისმშობელი და ივერია არგო განსანათლებლად. სულმან წმიდამ ქართულად აამეტყველა წმიდა მოციქულები ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მატათა, შემდეგ წმიდა ნინო, შემდეგ ათცამეტი ასურელი მამა, შემდეგ ეფთვიმე მთაწმინდელი ღვთისმშობლის გამოცხადებამ და ა. შ. ქართული ენა არის თვითგამოხატვის ერთერთი საუკეთესო საშუალება. საკმაოდ მდიდარია ჩვენი ენა, მაშასადამე, საკმაოდ თვითგამოხატულნი ვართ. კარგად თვითგამოხატვა აუცილებელი ფსიქოლოგიური პირობაა ადამიანისთავის. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კარგად საუბარს წყაროს ადარებს, მაცოცხლებელ წყაროს, სიცოცხლის წყაროს. წყალი ქართულ წარმოდგენაში სიცოცხლის უმთავრესი პირობაა. ქართული ენით შესაძლებელია ყველაფრის გადმოცემა, მათ შორის, სახარებისა და ვეფხისტყაოსნისა. სარწმუნოება ქრისტეს სჯული არის სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ადვილად მივიღეთ. რომელსაც ველოდით, რომლისთვისაც მზად ვიყავით. ვინაიდან იმთავითვე ჩვენი ჩვეულებანი იყო ისეთი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის მიღება შეგვეძლო. სხვათაგან განსხვავებით, ჩვენ გვჯეროდა, რომ ქალიც ადამიანია, რომ მასაც აქვს სული და `ლეკვი ლომისა სწორია~. ჩვენ გვჯეროდა, რომ შეიძლება არსებობდეს უმწიკვლო ქალი, დედა და ამიტომ შევძელით გვეცნო ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი. თუკი ღმერთი არსებობს, მაშ, უბიწოდ ჩასახვაც შეიძლება, ვფიქრობდით ჩვენ და ვიცანით სიტყვა. თუკი აქ ვცხოვრობთ, შესაძლოა, მერეც ვიცოცხლოთ, ვიცოდით ჩვენ და მაცხოვარი ვირწმუნეთ. ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ, რომ უფალს მართლაც ეტკინა მათრახები და ჯვარზე გაკვრა. ეტკინა იმიტომ, რომ თავისი ტკივილით, წამებით, ჯვარზე გაკვრით, სიკვდილითა და აღდგომით გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და მარადიული ცხოვრება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაშ, თუ მას ორი ბუნება არ ექნებოდა, ღვთიური და ადამიანური, როგორღა ეტკინებოდა. ღვთიურ ბუნებას როგორ ეტკინება და თუ არ ეტკინებოდა, მისი ტანჯვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი, მისი ტანჯვა ხომ თვალთმაქცობა იქნებოდა, ტყუილი იქნებოდა. ვაჭარი ხომ არაა უფალი. თავად სიწმინდეა იგი და ამიტომ ვიწამეთ ჩვენ ალალებმა დიოფიზიტობა. ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ ღვთიური სიალალე. რაც ვიწამეთ, მას შევწირეთ ყველაფერი, შევეწირეთ თავადაც. როცა ვამბობთ, სარწმუნოებას შევწირეთო ყველაფერი, იგულისხმება, რომ სხვაგვარად არ შეგვეძლო. არ შეგვეძლო ღვთის ღალატი და არ შეგვეძლო საკუთარი თავის, ჭეშმარიტების, სიმართლის ღალატი, თუნდაც ფორმალურად. რაც ჭეშმარიტი არ არის, ვერ ვირწმუნებდით ბრძენნი. ვერ დაიჯერებ დამახინჯებულ სიმართლეს. ყოველი სარწმუნოება კარგია და საშუალებაა ღმერთთან მიახლებისა, მაგრამ მართლმადიდებლობა ყველაზე სრულყოფილია. ნურავინ შემეკამათება, ისლამი ბიძაშვილის ცოლად მოყვანას არ კრძალავს, პირიქით, იეზიდიზმიც ავალდებულებს, ასევე იუდაიზმი, არ კრძალავს კათოლიციზმიც. ასეთი რამე როგორ შეიძლება ღმერთს მოეწონოს. კაცმა, ვაჟკაცმა როგორ შეიძლება ბიძაშვილს შეხედოს როგორც ქალს? იგიც ხომ დაა! როგორ შეიძლება ძმის ქვრივზე ქორწინება? მოკლედ, კაცისათვის ეს სარწმუნოებანი მახინჯი ფორმებია ღმერთთან მიახლოების. ზუსტად ამიტომ ვძულდით კომპლექსიანებს. ზუსტად ამიტომ გვანადგურებდნენ, გვწყვეტდნენ ასე გააფრთებით. მათ დედებს ხომ მათი ბიძები უწვებოდნენ, მათი გენები ხომ დაჩლუნგებული იყო სისხლისაღრევით. უგუნურებს ხომ ეზიზღებათ გონიერები, მახინჯებს ლამაზები, ბოროტებს კეთილნი. ჩვენ ტრადიციონალისტები ვართ, კონსერვატორები. თითქოს ამიტომ არ ვუღალატეთ მრწამსს და არ მივიღეთ ფილიოკვე. თითქოს ეს მხოლოდ თეოლოგიური საკითხია და მეტი არაფერი. სინამდვილეში მრწამსის შეცვლამ ევროპაში გამოიწვია რეფორმაცია (პრინციპში პირველი რეფორმაცია იყო ფილიოკვე _ `და ძისაგანაც~ _ გამომავლობა სული წმიდისა). რეფორმაციამ გამოიწვია კონტრრეფორმაცია ისტერია, დევნა, კოცონები, ხოცვა-ჟლეტა. კონსერვატიზმი, ტრადიციონალიზმი ჩვენი სიბრძნე ყოფილა. ჩვენი სიჯიუტე გამართლებული ყოფილა. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენს მიერ ქრისტიანობის შენარჩუნება ჩვენი სიჯიუტის დამსახურებააო. იქნებ ასეცაა. ნაციონალიზმის ზოგიერთი უცხოელი თეორეტიკოსი სიჯიუტეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაციონალიზმისათვის დამახასიათებელ სტილად მიიჩნევს. მაგალითად, კაცმა შეიძლება თქვას, რომ ვარ ნაციონალისტი და ამიტომ მტერს ჯიუტად არაფერს დავუთმობ. კაცი ვარ და ასე მინდა, მორჩა და გათავდა. სინამდვილეში ასეთი სიჯიუტე არ არის მხოლოდ ახირება. ასეთი სიჯიუტე არ არის პრინციპულობა პრინციპულობისთვის. ეს არის ცოდნა, ცნობიერი ან ქვეშეცნეული. ეს არის სიბრძნე, დაგროვილი თაობების მიერ. დიდი მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილი თაობების გამოცდილებას, მათ მაგალითს, ასე ვთქვათ, მათ კარნახს. საქართველოში, ალბათ, ვერ მოვნახავთ კაცს, რომელიც მამის მაგალითით არ ცხოვრობდეს (ან ბაბუის), თუნდაც ის მამა დიდი ხნის გარდაცვლილი იყოს. საქართველოში ყველა ეთათბირება ხოლმე გარდაცვლილ მამას. თათბირი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს `კითხვა-პასუხს~, არაა ლაპარაკი `საუბარზე~, ისედაც ყველაფერი გარკვეულია, ისედაც `მამამ ასწავლა~, `მამამ ასე გააკეთა~, `ბაბუამ უამბო~ და ა.შ. თქმაც არაა აუცილებელი, ხშირად ასეთი `საუბრები~ განპირობებულია თაობათა გამოცდილებით. მე მყავდა ლექტორი ბეჟან ბარდაველიძე. ერთხელ, გამოცდების მოახლოებისას, მან რამ განგვიცხადა: `ნურავინ იფიქრებს, რომ შეღავათს გავუწევ. ვისაც არ ეცოდინება, ნიშანს არ დავუწერ. მე კეფაში ვგრძნობ ჩემი წინაპრების მზერას. სულ მალე მე მოვკვდები და არ მინდა ნაწყენი შემხვდნენ. მინდა ვალმოხდილი და პირნათელი შევხვდეო მათ~. დარწმუნებული ვარ, პირნათელია იგი ზეციურ საქართველოში. ფრანგმა ეთნოფსიქოლოგმა ლებონმა ასეთი რამ თქვა: `ნაცია არის მარადიული არსება, რომელიც არ ექვემდებარება დროის მსველობას, იგი შედგება არა მარტო მოცემულ ეტაპზე მცხოვრები ინდივიდებისაგან, არამედ მთელი წყება გარდაცვლილთაგან, რომელნიც იყვნენ მათი წინაპრები. წინაპრები მართავენ მთელ განუსაზღვრელ მხარეს ქვეცნობიერებისას, რომელსაც ექვემდებარება გონებისა და ხასიათის ყველა გამოვლინება. ერის ბედს ცოცხლებზე მეტად განკარგავენ გარდაცვლილი თაობები. გარდაცვლილთა თაობები არა მარტო გადმოგვცემენ ერის ფიზიკურ აღნაგობას, არამედ აზრებსაც და იდეებსაც. მიცვალებულნი, უდავოდ, ერთადერთი განმგებლები არის ცოცხალთა~. ფრანსუა ლებონის სიტყვებს მე დავამატებდი მომავალ თაობებსაც, ჯერ დასაბადებელ თაობებს, რომელთა ბედნიერებისათვის გვინდა, რომ ისინი ჩვენ გვგავდნენ, ანუ ჩვენი წინაპრების გამოცდილებითა და სიბრძნით ცხოვრობდნენ და არა ბიძაშვილების არმცოდნე დაცემულების მახინჯი სარწმუნოებით და ფსიქოლოგიით. სხვათა შორის, ნაციონალიზმი არის როგორც სულიერი უკვდავების საშუალება, ასევე ერთგვარად ფიზიკურისაც. სასიამოვნოა შეგნება იმისა, რომ ჩვენი შვილთაშვილები და მათი შვილები ისეთივე ლამაზები იქნებიან, როგორც ლამაზები ყოფილან და არიან ქართველები. ჩვენი მსგავსები იქნებიან. ღირს ამისთვის ბრძოლა. დიახ, გარდაცვლილი თაობების თავდადება ქრისტიანობისათვის არ ყოფილა მხოლოდ სიჯიუტე ან ვაჟკაცობა. იგი განპირობებული იყო გარდაცვლილი თაობების მიერ დაგროვილი სიბრძნით. დღეს, მართალია, ქართველების ერთი ნაწილი არის მაჰმადიანი, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ უნდა ითქვას, ეს არ არის გამოუსწორებელი ტრაგედია. რამდენიმე საუკუნის მანძილზე მათზე განხორციელებულმა რელიგიურმა დევნამ თავისი გაიტანა: საინგილოში, ტაო-კლარჯეთში, ქალდია-ტრაპიზონში, ფერეიდანში მცხოვრები ქართველები მუსულმანდებოდნენ, თუმცა მთავარი საფუძვლები, რომელთა გამოც მართლმადიდებლობა ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ჩვენთვის თავის დროზე, მათ, გამაჰმადიანებულ ქართველებს შენარჩუნებული აქვთ: დედის თაყვანისცემა, ქალის პატივისცემა, ბიძაშვილ-ნათესაობა, ენა (დიდ ნაწილს, კარგად), მამულის მონატრება, სიბრძნე. ეს კარგად გამოჩნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტებისას ირანში და თურქეთის სახელმწიფოში. პერსპექტივაში ისინი გაცილებით კარგი ქრისტიანები იქნებიან, ვიდრე ვართ დღევანდელი ქრისტიანი ქართველები. დრო ყველაფრის მკურნალია, სიბრძნე და ცოდნა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ეს საკითხი ძალიან ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ ამ პრობლემას დიდი ხანია მივუძღვენით წერილი `აღმსარებლობა და ქართული ნაციონალიზმი/ერთობის ფორმულა~, სადაც ვწერთ, რომ დღეისათვის მართლმადიდებლურ საქართველოში მცხოვრებ ქართველთა და მუსლიმან, სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ ქართველთა ერთობისათვის არ არსებობს ბარიერი. ზემოთაღნიშნულ წერილში ვეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ქართველთა ერთობის ფორმულა, რომელიც მისაღები იქნება ყველა პატიოსანი ქართველისათვის, მიუხედავად აღმსარებლობისა და რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ დიდი და დიადი საქართველოს აღდგენას: ისტორიულად ქართულ ტერიტორიებზე დღეს და მომავალში ქართველთა ერთობა და სახელმწიფოებრიობა უნდა დაეფუძნოს წარმოშობის (გენის), მსოფლმიმართების, კულტურის ერთიანობისა და საერთო ბედისწერის, საერთო მომავლის შეგნებას. ჩვენი მიზანია, არც ერთი ქართველი არ დაეკარგოს საქართველოს. ჩვენი პოზიციის მართებულობას ისევ დიდი ილიას სიტყვებით განვამტკიცებთ: `არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა~ (`ოსმალოს საქართველო~, თხზულებანი, ტ. IV). დიდი ილიას ზემოთაღნიშნული ფორმულა `მამული, ენა, სარწმუნოება~ დღესაც უკვდავ პოსტულატებად რჩება. ეს ფორმულა გამოხატავს ნაციონალიზმის ვერტიკალურ მიმართულებას. ფორმულა, როგორც ვთქვით, დაწყებულია მიწიდან მამული, მიემართება ენის მეშვეობით და სარწმუნოების სახით ღვთისკენ. საერთოდ ცნობილია, რომ დიდი ნაციონალისტები სამყაროსადმი ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი ამაღლებულნი არიან ამქვეყნიურ ამაოებაზე: `მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა~. ისინი სამყაროს ვერტიკალურად განიცდიან, თუმცა კარგად იციან, რომ მათ ზევით არის ბევრი რამ: უფრო კარგი ადამიანები, მართლები, წმიდანები, ანგელოზები და ბოლოს ღმერთი. დიდი ნაციონალისტები საკუთარ თავს განიხილავენ იერარქიაში, მაგრამ სულაც არ წყდებიან მიწასაც, ჰორიზონტსაც და სურთ ვერტიკალურად მათზე ზემოთ მდგომების მეშვეობით, პარადიგმებით გააუმჯობესონ მათზე ქვემოთ მყოფთა შეგნება და ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, და არა მარტო მიწიერი. საერთოდ, თითქმის ყველაფერი შეიძლება მოვიაზროთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემაში. როგორც ვთქვით, წმიდა ილია მართლის პოსტულატები ვერტიკალური მიმართულებისაა. იგი ქვემოდან ზემოთ მზირალია. ზემოდან თუ წარმოვიდგენთ, უფალი სარწმუნოების მეშვეობით, ვერტიკალის მეშვეობით, ზემოდან ქვემოთ წამოსული ცოდნის მეშვეობით გასაგებ ენაზე, ჩვენს შემთხვევაში, ქართულ ენაზე, გვაძლევს კომუნიკაციის საშუალებას, გზას მასთან მიახლოებისა. რაც უფრო მართებულია სარწმუნოება, მით უფრო ახლოსაა ოთხმოცდაათ გრადუსთან მიწიდან ატყორცნილი ვერტიკალის ხაზი. მიწა-მამული არის ადგილი, სადაც ხდება ამქვეყნიური ცხოვრება-გამოცდა იმ ხალხისა, რომელსაც ღმერთი ესაუბრება ამა თუ იმ ენით. რომელმა ხალხმაც მეტ-ნაკლები სისწორით დაინახა ღვთისკენ მიმავალი გზა, რაც, როგორც ვთქვით, ზემოთმიმავალი ხაზის ვერტიკალურობის ხარისხზე, გრადუსზე აისახება. მამული არის სამკვიდრო, სადაც ცხოვრობს ხალხი ერი. მამული არის ამა თუ იმ სარწმუნოების (სიბრძნის) მატარებელი ხალხის საცხოვრისი. ხალხი, ერი, თავის მხრივ, იყოფა თემებად, გვარებად, გვარები თავის მხრივ ოჯახებად, კომლებადაა გაშლილი. თუ ცენტრიდან, მიწიერი ცენტრიდან, მამულიდან წარმოვიდგენთ ჰორიზონტალურ ხაზსაც გაშლილს, მივიღებთ შემდეგ სურათს: მამული და ერი ერთ წერტილშია გადაკვეთილი, მერე ერი იშლება გვარებად, გვარები ოჯახებად, ოჯახები ინდივიდებისაგან შედგება. ე.ი. მივიღეთ ასეთი სურათი: ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება უზენაესს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა). ამ ჰორიზონტალური სამებისა და ვერტიკალური სამების მეშვეობით ინდივიდი უკავშირდება ღმერთს. ნებისმიერი წერტილის, რგოლის გამოტოვება, ნებისმიერი წერტილის არარსებობა ან ჯეროვანი დაუფასებლობა ჯებირებს უქმნის ინდივიდის განვითარებას, მის სამსახურს უფლისადმი. ყოველი წერტილი, ყოველი რგოლი უსათუო აუცილებლობა, გარდაუვალობაა, ბუნებრივი გადაჯაჭვულობაა. მაგალითად, თუ კაცს არ ჰყავს ცოლ-შვილი, ერთგვარად იგი სრულყოფილად ვერ დგას ქვეყნის სამსახურში. რაღაცას (შვილებს) მაინც აკლებს თავის ქვეყანას და საბოლოო ჯამში, ღმერთს. ლაპარაკია ერისკაცებზე და არა ბერ-მონაზვნებზე, რომლებიც თავისი ლოცვებითა და მოღვაწეობით ზრუნავენ ოჯახების სიმტკიცეზე, გვარების სიძლიერეზე, ერის ერთიანობაზე, მამულის დაცვაზე, ენის შეურყვნელობაზე და რწმენის განმტკიცებაზე. მთავარ საყრდენი წერტილების ერი-მამულის სიმფონიური მართვა- გამგეობისათვის ღვთის მიერ დადგენილი არის ორი ხელისუფლება, საერო და სასულიერო ხელისუფლება, მეფისა და პატრიარქისა. მაშასადამე, ინდივიდისათვის, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ცალარსი (ანუ არსი, მაგრამ ცალი, ე.ი. არა სრული არსი). ღვთის საუკეთესო სამსახურია ოჯახის, გვარის, ერის, მამულის, ენის, სარწმუნოების სამსახური. სხვათა შორის, ჩვენი ნათქვამის სიმართლის დასამტკიცებლად გავიხსენოთ ტესტები. ადამიანი, რომელიც შემთხვევით გაიცნობს მოგვარეს (ან დედის მოგვარეს, ან ბებიის) და სიხარულით არ აევსება გული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, მთლად კარგი ქართველი არ არის და მთლად კარგი ქრისტიანი. ასევე, ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს მამულის ბედი, ვერასოდეს იქნება ერთგული ქმარი ან ნამდვილი მამა. მაშასადამე, მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ერი, გვარი, ოჯახი. ხოლო ოჯახის, გვარის და ერის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.