Jump to content
Planeta.Ge

დიდი მადლობა ყველაფრისათვის და


Recommended Posts

მოკლედ, მინდა მოგახსენოთ ის, რომ ამ ფორუმს (ფორუმებს) საერთოდ ვტოვებ.

ეს წერილი არ არის იმ სტილში "აუ მივდივარ და არ წახვიდე" უბრალოდ ჩემი მოსაზრება მინდა დავტოვო იმის თაობაზე, რაც ამ პატრა საზოგადოებებში ხდება, რომელიც ქართული საზოგადოების ანარეკლია.

 

მაღალფარდოვანი სიტყვების ხმარება, კაცობა, სინდისი ნამუსი და სხვა მრავლად მიმოფანტული სიტყვები აქ (და საქართველოშიც) არის ფარსი. ყველაფერი ეს უტრაკო ყარაჩოღლის გაჭიმვებს ჰგავს და სხვა არაფერია.

სანამ პატიოსნებაზე, ადამიანობაზე რამეს დასწერთ ჩაიხედეთ გულში, რამდენად პატტიოსნები და ადამიანურები ხართ თქვენ თვითონ.

ამ ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ საქართველოს კიდევ მინიმუმ საუკუნე არაფერი ეშველება. ბევრი სხვებს მიუთითებს (ვთქვათ პოლიტიკოსებს) სწორი ქცევისაკენ და თვითონ დიდი სიამოვნებით იგივეს გააკეთებდა.

მაგრად მომეწონა "არ მიქარო ლევან" :v:

აქ ეტყობა პოლიტიკურ ქარბორბოლაში დაკარგული ლევანის რომელიმე პარტიასთან მიტმასნვის ამბეა ნაგულისხმები. რა ჰქნას აბა საცოდავმა ლევანმა, როდსაც შეიძლება პოლიტიკის მიღმა დარჩეს.

ან მეზობელი ფორუმი, საყვარელი და სანუკვარი მამა მარჩენალ ებრალიძეს რომ აპიარებს.

იგივე აქ. "არ მიჰქარო იკაკაო". უფრო სწორედ ჰქარავ თუ არა შენს გვერდით ვართ, არ ვაღიარებთ მაგრამ გაპიარებთ.

ერთი მხვრივ არაფერი გასაკვირვი და მიუღებელი, მაგრამ იმის მანიშნებელი, რომ უპრინციპო და ამ საქართველოს ბედით ფეხებზე მკიდია პოზიციებია. ყველა ცდილობს თავისებურად ბორტს მიღმა არ დარჩეს.

 

გუშინწინ დავწერე ერთ თემაში, უკვე არ მინდა საქართველოში ჩასვლა. ამით ვიგულისხმე ის საქართველო რომელიც დღეს შეჰქმნა მავანმა და რომელშიც აქ უმეტესობა უპრობლემოდ გრძნობს თავს, თუმცა საჩვენებლად მაღალფარდოვან სიტყვებს არის ამოფარებული. მაგას მირჩევნია ამ ფანტაზიურ, არარეალურ, უკვე გამქრალ საქართველოში ვიყო. 16 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ვიღაცამ მოიპარა ჩემი საქართველო, იმას კი რასაც დღეს საქართველოს ეძახით არაა ჩემი და ვერ იქნება. ეხლა გამახსენადა, ფორუმ გედან რომ წავედი მანდ დავუწერე ასეთი რამ "თქვენი წილი საქართველოს დედა მეთქი" (კახელის ანეგდოტიდან ძმას რომ მის წილ დედას აგინებს).

ისე მთლად გაგებულად ვერ ავხსენი მიზეზი, რაც პრინციპში შეიძლება უკეთესისც იყოს. გამგები გაიგებს და ახსნას აზრი არ აქვს.

ვისაც "მოგენატრებით" მობრძანდით www.geoanswer.net "დისტანციური კონსულტაციების საერთაშორისო სისტემა - პასუხი ყველა კითხვაზე". საპატრიარქოსთან არსებული უნევერსიტეტის ხალხთან ერთად ერთობლივი პროექტი. ჯერ მედიცინა, მაგრამ მომავალ კვირს სამართალი და სხვა განყოფილებაც იმუშავებს.

ადმინისტრაციას ვთოვ მანდ წინა გვერდზე ჩემი ბანერი მოხსენით. არ მინდა რამე მაკავშირებდეს აქაურობას.

გფარავდეთ უფალი და გისურვებთ წარმატებებს. ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა დამაკლდება ნაღდათ, მაგრამ ასე აჯობებს.

ღრმა პატივისცემით გიორგი ალანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 71
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ნუ კარგით რა .

ის რომ ალასანიას მხარს ვუჭერ მერიის არჩევნებშ.... ვინმეს დისკომფორტი შეექმნა?

მაინცდამაინც უკანალი ვათამაშო რომ არა ნეიტრალური ვარ მეთქი ?

ყველა იუზერს თავისი გეოვნება აქვს . ვინმეს პოზიცია დამიწუნია უტაქტოდ? მხოლოდ საუბარი.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ კარგით რა .

ის რომ ალასანიას მხარს ვუჭერ მერიის არჩევნებშ.... ვინმეს დისკომფორტი შეექმნა?

მაინცდამაინც უკანალი ვათამაშო რომ არა ნეიტრალური ვარ მეთქი ?

ყველა იუზერს თავისი გეოვნება აქვს . ვინმეს პოზიცია დამიწუნია უტაქტოდ? მხოლოდ საუბარი.

 

ალასანია მაგალითია ლაშა და არა მიზეზი.

ამ შენმა პასუხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმის შნოც არ გაქვს რომ მიქარული აღიართო.

როგო ვიყო იმ ხალხთან ერთად რომელიც აქ ამ მაღალფაროდოვან სიტყვების კორიანტელს ატრიალებდა და თვითონ უბრალოდ ნამუსიერი ქცევის შნოც არ აქვს. ესაა პრობლემა და არა ალასანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ შენმა პასუხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმის შნოც არ გაქვს რომ მიქარული აღიართო.

???

ვერ გავიგე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

რა გჭირს კაცო და მე ხომ არავის მხარეზე არა ვარ? ან რა პონტია ფორუმდან წასვლა? შენ შენსას ფიქრობ,სხვა თავისას და ვერთობით რა ამ ფორუმზეც.

 

რავი მე არა მგონია მართალს აკეთებდე და დანარჩენი შენი საქმისა შენ იცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ძალიან ბევრ რამეში გეთანხმები..ცოტაში არა..

 

ისე მე შემოგივლი ხოლმე საიტზე თუ წინააღმდეგი არ იქნები.კარგი ადამიანი ხარ შენ..:) :)

ია ტაკ დუმაუ. :v: :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ერთი ვერაფერი გავიგე. მართლა. :v:

მეორეც არასოდეს არავინ გამიპიარებია.

მესამეც მანდ ერთადერთი კითხვა გაქვს დასმული და ჩავიხედე ჩემს გულში და ცამდე მართალი ვარ.

 

ხოდა ისა, მაშ რა ვქნათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ადმინისტრაციას ვთოვ მანდ წინა გვერდზე ჩემი ბანერი მოხსენით. არ მინდა რამე მაკავშირებდეს აქაურობ

ვერაფერი გავიგე...მაგრამ თუ რამე პრობლემაა...საღამოს სკაიპში ვიქნები და მომწერე...მე მგონი ჩვენს შორის არ არის ისეთი ურთიერთობა რომ ვერ გავარკვიოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ვიტვი-ვერ ვხდები რაში ვარ დამნაშავე :D

როცა ვერ ვხდები პასუხიც არ მაქვს :v:

რასაც ვხდები იმის გამო თუა, სკაიპში ჯობია და საერთოდ არაა პრობლემაა :mad:

მოკლედ მოსვლაც და წასვლაც თქვენი ნებაა :)

ფორუმი თავისუფალია :)

და მეც ,

რომ ვისაც მინდა მხარი დავუჭირო.

ვინმეს პოზიციის გამო აქ დისკომფორტი უგრძვნია?! :)

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

გუშინწინ დავწერე ერთ თემაში, უკვე არ მინდა საქართველოში ჩასვლა. ამით ვიგულისხმე ის საქართველო რომელიც დღეს შეჰქმნა მავანმა და რომელშიც აქ უმეტესობა უპრობლემოდ გრძნობს თავს

მე არ ვგრძნობ ამ ქვეყანაში თავს უპრობლემოდ. პირიქით. მაგრამ ისე მგონია რომ სხვაგან ცხოვრებას მაინც ვერ შევძლებ :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

მე არ ვგრძნობ ამ ქვეყანაში თავს უპრობლემოდ. პირიქით. მაგრამ ისე მგონია რომ სხვაგან ცხოვრებას მაინც ვერ შევძლებ

მეც ესე მეგონა 25 წლის ასაკში,მაგრამ რას იზავ ცხოვრებას თავისი მიაქვს..ეხლაც წელიწადში ერთი-ორჯერ რომ არ ჩამოვიდე გავგიგდები,მაგრამ ცხოვრება მაინს საზღვარგარეთ მიწევს..ესეა უმეტესობა არავის არ უხარია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...