shamili Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 (edited) ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენს რა ძველი თაობის ეროვნულ-დემოკრატების საქმის გამგრძელებელს, რომელთაც თავი დადეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იდგა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში _ ჩვენი სამშობლოს ისტორიისთვის ამ ტრაგიკულ დღეს თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს შემდეგი:•როცა საქმე ეხება შენი ქვეყნის ბედს გვერდზე უნდა გადადო პოლიტკორექტულობა და საგნებს უნდა დაარქვა თავისი სახელი.•ჩვენი ერის ისტორიის მანძილზე არც ერთი იდეა ისე ძლიერად არ აერთიანებდა ჩვენ ხალხს, როგორც სწრაფვა ქვეყნის თავისუფლებისაკენ. ხოლო გუშინ, ჭადრაკის სასახლეში დაწყებული პროცესი _ ნოღაიდელის გარშემო პოლიტიკური ძალების თავმოყრა, სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საწინააღმდეგო გაერთიანებისა.•ამ პოლიტიკოსებმა შეგნებულად აირჩიეს ქვეყნის ინტერესების ღალატის გზა. ნათელია, რომ არჩევნების საფარქვეშ მზადდება ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება რუსული სცენარით. ძალაუფლებისა და ფულის სანაცვლოდ ქართველი მარიონეტი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ცნობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას კონფედერაციულ სახელმწიფოში, რაც საქართველოს ძირძველი ტერიტორიების და დამოუკიდებლობის დაკარგვის იურიდიული გაფორმება იქნება.•აი, ამ საფრთხის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო და ამ სიბინძურის უნდა აღუდგეს წინ ქართული საზოგადოება.•ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენს რა ქართული საზოგადოების ნაწილს, პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებს ოპოზიციის ერთიანობით შენიღბულ მოსკოვის "ანტიქართულ პროექტს" Edited April 14, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 shamili მე ამაზე ერთხელ დაგიწერეთ, რომ ე.დ.პ-ს ურჩევნია გაიხსენოს თუ როგორ დარბოდნენ მისი ხელმძღვანელები მოსკოვში 90-იანი წლების დასაწყისში.ზვიადმა რომ ჭანტურია და სარიშვილი დააპატიმრა, სწორედ მოსკოვის რეისიდან მოხსნეს ორივე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ედპ მისი ფუნქციის პოვნას ცდილობს..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 (edited) განსხვავება დიდი იყო, ჯერ ერთი ჭანტურია ელცინთან არ მიდიოდა შეხვედრაზე და ზოგადად რუსეთში კონფერენციაზე ( თუ არ ვცდები რაღაც კონფერენციაზე მიდიოდნენ მაშინ ) წასვლა დანაშაული არ არის, მეორეც საქართველოს ხელისუფლებას მაშინ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდა გაწყვეტილი. P.S. მე მაშინ ხუთი წლის ბავშვი ივყავი და სულ არ მაინტერესებს მაშინ ვინ ვისთან იყო დაპირისპირებული, ჩემთვის ზვიადიც და გია ჭანტურიაც უდიდესი ქართველები იყვნენ, რომელთა დაპირისპირებაც ბედის მწარე დაცინვა იყო საქართველოსთვის. ზვიადი და გია ჭანტურია ერთ იდეას ემსახურებოდნენ და ამიტომ ერთმა ძალამ გადაკიდა ერთმანეთს და ერთმა ძალამ მოიშორა ორივე. დიდი უბედურება იყო საქართველოსთვის მათი ერთმანეთზე გადამტერება, ისევე როგორც გივი ამილახვრისა და შანშე ქსნის ერისთავის გადამტერება ერთმანეთთან. Edited April 14, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 პარტია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რუსული სცენარის გათამაშებაში საქართველოში და შევარდნაძის მოსკოვიდან ჩამოყვანაში,არ უნდა აძლევდეს თავს ესეთი განცხადებების გაკეთების უფლებას.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 გიორგი68 პარტია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რუსული სცენარის გათამაშებაში საქართველოში და შევარდნაძის მოსკოვიდან ჩამოყვანაში,არ უნდა აძლევდეს თავს ესეთი განცხადებების გაკეთების უფლებას..მეც ამას ვამბობ და სწორედ ამისთვის დაძვრებოდნენ კრემლის კაბინეტებში და რა მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური ურთიერთიბები გვქონდა რუსეთთან თუ არა. რადგან მაშინ გვქონდა ამიტომ შეიძლებოდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ედპ :lol: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ძუკუ მეც ამას ვამბობვიცი..მე შენი აზრი გავნაგრძე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაონანიზმის სმაილი არაა აქ სადმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 (edited) არ ვამართლებ ედეპეს ზვიადის დროინდელ ამბებში, თუმცა ვერავინ უარყოფს რომ გია ჭანტურია რუსულმა ძალებმა მოიცილეს თავიდან და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაატარებდა აბსოლიტურად ანტირუსულ და დასავლურ პოლიტიკას და საქართველო დაუყოვნებლივ დატოვებდა ესენგეს, გაუუქმებდა რუსეთს სამშვიდობო მანდატს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და მიანიჭებდა რუსეთს ოკუპანტის სტატუსს და სახელმწიფო დონეზე დააყენებდა დეოკუპაციის საკითხს და დღევანდელზე მეტად დაუძლურებული და ჩეჩნეთის ომში ჩაფლული რუსეთი ვერ შეძლებდა წინააღმდეგობა გაეწია მსოფლიოს ზეწოლისთვის საქართველოს დეოკუპაციის კუთხით. დღეს ედეპეს აბსოლიტურად სწორი და ეროვნული პოზიცია უკავია Edited April 14, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 (edited) ხო მართლა კუკავამ რომ თქვა ედეპე კომუნისტების დროს კრემლის მიერ შექმნილი პარტიააო, მაგ განცხადებას რა გაგრძელება მოჰყვა ვინც იცნობს კუკავას ახლოს ჰკითხოს და გაიგებს . იხილეთ პატარა ამონარიდი გოგა გოგნიაშვილის ინტერვიუდან : - გოგა, როცა ბრალს კაგებეშნიკობაში გდებენ, სურვილი არ გიჩნდებათ, მაგალითად, იგივე კახა კუკავას საქმე კაცურად გაურჩიოთ? - კაცურად კაცებთან არჩევენ, რაც შეეხება კუკავას, ეს ახლა არასაინტერვიუო თემაა... Edited April 14, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 shamili სურვილი არ გიჩნდებათ, მაგალითად, იგივე კახა კუკავას საქმე კაცურად გაურჩიოთ?მაგაში "მაგრები" იყვნენ.ერთხელ რომელიღაც გაზეთმა, თუ არ ვცდები "დრონი'-მ (მაშინ სულ ერთი თუ ორი გამოდიოდა) მაგათზე რაღაც დაწერა. მიუვარდნენ და დაარბიეს. მაგენი ხელისუფლებაში რომ მოსულიყვნენ, ზვიადი, ედიკა და მიშა ერთად მონაგონი იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 იცით რატომ გვაქვს დარხეული..?? იმიტომ რომ ვთქვათ ედეპეს შეუძლია დაეხმაროს რუსეთს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში..ამის მერე გავიდეს დრო და ისევ მოგვევლინონ და თქვან,ნუ რამოხდა ერთხელ შეგვეშალაო..ეხლა გამოვსწორდითო..სანამ შევარდნაძე ,რჩეულიშვილი,კეზერაშვილი,ბურჯანაძე,ნოღაიდელი,პადოშა,თარგამაძე და ბევრი სხვა სანამ ესე დაუსჯელად იგრძნობებ თავს და გაბედავენ ამავ დროს პოლიტიკაში საქმიანობას,მანამდე არაფერი გვეშველება..ამ ედეპემაც უყურა და თუ ყველას შეუძლია ჩვენ რატომ არაო..დღეს ედეპეს აბსოლიტურად სწორი და ეროვნული პოზიცია უკავიახო საქართველოში ვინმეზე მიყიდვას ესე ქვია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 კერქით ეხლა რა...მარიონეტები არიან იგივე...რა დავითაია, რა პადოშა, რა ედპ და რა ხვლიკი გიოს პარტია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 machkatela ედპ მისი ფუნქციის პოვნას ცდილობს.....სხვათაშორის ჰიპერ აქტიურები არიან და ეს მომწონს დანარჩენი არაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.