Indian_Summer Posted June 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2008 ნამდვილი სახელი - ჯონ ენტონი ფრუშიანტე დაიბადა - 5 მარტი, 1970, ნიუ-იორკი, აშშ ჟანრი - როკ-მუსიკა საქმიანობა - ვოკალისტი, გიტარისტი ინსტრუმენტი - გიტარა ლეიბლი - Warner Bros, Record Collection ჯონ ენტონი ფრუშიანტე (ინგლ. John Anthony Frusciante) (5 მარტი, 1970, ნიუ-იორკი) უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ რედ ჰოთ ჩილი ფეფერსის გიტარისტი. მას აგრეთვე აქვს საკუთარი სოლო-კარიერაც. ფრუშიანტე ცნობილია არაორდინალური სოლო-პარტიებით. მისი მუსიკა უფრო მეტად არის ფანკისა და როკის ნაზავი, რომელიც შეადგენს ფეფერსის კლასიკურ ჟღერადობას. ჯონ ენტონი ფრუშიანტე დაიბადა 1970 წლის 5 მარტს, ნიუ იორკში, მუსიკოსების ოჯახში. 12 წლისა იგი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში. მისი პირველი შეხება ჯგუფ "Red Hot Chili Peppers"-თან მოხდა 1885 წელს, როდესაც ჯონმა ისინი იხილა კონცერტზე. ჯგუფის მაშინდელი გიტარისტი, ჰილელ სლოვაკი გახდა მისი კერპი. ჯონმა შეისწავლა ფეფერსების სოლო-გიტარის და ბას-გიტარის ყველა პარტია, მათი პირველი სამი ალბომიდან. 1988 წელს სლოვაკი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებისგან. ჯგუფმა დაიწყო ახალი გიტარისტის ძებნა. იმ დროისთვის ჯონი მეგობრობდა ჯგუფის "The Dead Kennedys"-ის დრამერ პელიგროსთან. ისინი ხშირად უკრავდნენ ხოლმე ერთად რეპეტიციებზე. ერთ-ერთ ასეთ რეპეტიციაზე პელიგრომ დაპატიჟა ფლი. იგი ძალიან მოიხიბლა ფრუშიანტეს დაკვრით და დაუძახა ენტონი კიდისს, რომ მასაც ენახა ჯონი. გადაწყვეტილება უყოყმანო იყო, ფრუშიანტე ჯგუფის წევრი გახდა. სწორედ ამ პერიოდში ჯონი აპირებდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე ჯგუფ "Thelonious Monster"-თან, თუმცა ენტონიმ და ფლიმ მათ უმალვე ააცალეს ჯონი. ფრუშიანტე ასევე იყო იმ საბოლოო ხუთ კანდიდატს შორის, რომლებიც ისინჯებოდნენ ფრენკ ზაპას ბენდში მოსახვედრად. მაგრამ მან დატოვა კონკურსი საბოლოო ეტაპზე. მიზეზი ის იყო, რომ ზაპა მკაცრად უკრძალავდა ნარკოტიკებს თავისი ბენდის წევრებს. ფრუშიანტეს პირველი ალბომი ფეფერსებთან იყო "Mother's Milk". ამ ალბომში მის ნამუშევარზე მკაფიოდ იგრძნობა ჰილელ სლოვაკის გავლენა, რადგანაც ჯონის საკუთარი სტილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე ჩამოყალიბებული. 1992 წელს ალბომ "Blood Sugar Sex Magik"-ზე მუშაობა მიმდინარებობდა სახლში, რომელიც ჯგუფმა იქირავა კალიფორნიაში. ისინი იქ კვირების განმავლობაში იკეტებოდნენ, რომ მოწყვეტოდნენ გარე სამყაროს. (ეს ყველაფერი აღწერილია გევინ ბოუდენის ფილმ "Funky Monks"-ში). ამან თავისი შედეგი გამოიღო. ალბომმა დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა წარმატებამ დიდად იმოქმედა ფრუშიანტეს ფსიქიკაზე. იგი ვეღარ შეეჩვია რეალურ სამყაროში დაბრუნებას. ასევე შეირყა მისი მეგობრობა კიდისთან. საბოლოოდ მან ჯგუფი დატოვა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რა უთხრა მან წასვლის მიზეზად ჯგუფს, ჯონმა უპასუხა: "Just told them I went crazy" (მე უბრალოდ ვუთხარი, რომ შევიშალე). 1994 წელს მან გამოსცა ალბომი "Niandra Lades and Usually Just a T-Shirt", რომელიც მის ერთ-ერთ საუკეთესო სოლო ნაშრომად ითვლება. მან ეს ალბომი მიუძღვნა ფლის შვილს, კლარას. კოკაინისა და ჰეროინის მოხმარების შვიდწლიანმა პერიოდმა, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. აბსოლუტურად გამოფიტულ და დასუსტებულ ფრუშიანტეს ჯგუფმა დაბრუნება სთხოვა და იგიც დათანხმდა. ჯონმა 1999 წელს ფეფერსის შემადგენლობაში მან ჩაწერა ალბომი "Californication". მსმენელი კრიტიკულად უყურებდა ჯონის დაბრუნებას, თუმცა მან ბოლომდე გაამართლა იმედები. ეს იყო მისთვის უდიდესი წარმატება, ისევე როგორც მთელი ჯგუფისთვის. 2002 წელს ჯგუფმა ჩაწერა ალბომი "By The Way". ამ ალბომმაც დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიო ჩარტები. 2006 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი, ორდისკიანი ალბომი, "Stadium Arcadium", რომელზეც ჯონის ნიჭი კვლავ დადებითად გამოვლინდა. პარალელურად ჯონმა რამდენიმე სოლო ალბომი გამოსცა, თუმცა კვლავინდებურად არის ჩილი ფეფერსის წევრი და განაგრძობს მათ შემადგენლობაში მუშაობას. სტუდიური ალბომები: 1994 - Niandra Lades and Usually Just a T-Shirt 1997 - Smile From the Streets You Hold 2001 - To Record Only Water for Ten Days 2004 - Shadows Collide With People 2004 - The Will to Death 2004 - Automatic Writing 2004 - Inside of Emptiness 2004 - A Sphere In The Heart Of Silence 2005 - Curtains EP ალბომები: 1997 - Estrus EP 2001 - Going Inside EP 2004 - DC EP http://i039.radikal.ru/0806/8f/f39ed16e9d55.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted August 15, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2008 ეს არის სიმღერა ჯონის შესრულებით ლაივი უძლიეესია P.S. ტონი მაგრად ცეკვავს JOHN FRUSCIANTE - I FEEL LOVE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted August 15, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2008 კიდევ ერთი ლაივი ჯონის შესრულებით ამჯერად woodstock 99-დან JONH FRUSCIANTE - TINY DANCER Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted August 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2008 ჯონი არის ულეგენდარულესი გირტარისტი და დიდი გენიოსი! ჩემი საყვარელი წევრია პეპერსებიდან... მაგის მოსმენა (ჩაწვდომით) უდიდესი სიამოვნებაა... როგორც მუსიკის თვალსაზრისით, ასევე ვოკალის... Inside Of Emptiness უმაგრესი ალბომია... გაქვთ ვინმეს რომ ამიტვირთოთ? (მე მიმეშალა) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted August 18, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2008 ჟურნალ Rolling Stone-მა გამოავლინა 3 ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა გიტარისტი... The New Guitar Gods: John Frusciante, John Mayer and Derek Trucks<<< ამ სათაურით "როლინგ სთოუნმა" სტატია დაბეჭდა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ბევრ შურიანს არ მოეწონა რათქმაუნდა ეს ამბავი მე კი აბსოლუტურად ვეთანხმები!!!JOHN FRUSCIANTE მართლაც 21-ე საუკუნის საუკეთესო ახალგაზრდა გიტარისტია! ეს მან არაერთხელ დაადასტურა!!! ნუ ჩემთვის, არამარტო 21 საუკუნის, ყველა დროის საუკეთესო გიტარისტია, მარა... მარა ეგ ჩემთვის აი საუკეთესო ახალგაზრდა გიტარისტი რომაა, ეგ ნამდვილად უდავო ფაქტი უნდა იყოს, მგონი ყველასთვის!!! ძალიან მაგრად გამიხარდა ეს სტატია რომ წავიკითხე რა "The Guitar Has Been The King of Rock & Roll Instruments For More Than Half a Century" <<< ამ ამონარიდს კი 100%-ით ვეთანხმები!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pepp Posted August 18, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 18, 2008 იცის დაკვრა და რამე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted August 27, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2008 John Frusciante to appear in new Music Documentary აქ ჯონთან ერთად ერთად TOOL-ის სოლისტი Maynard James Keenan & Velvet Revolver-ის წევრებიც იღებენ მონაწილეობას...ფილმის რეჟისორია Christopher Pomerenke, რომელსაც შეტანილი აქვს აგრეთვე სხვადასხვა ინტერვიუები ჯგუფის წევრებთან...ფილმის სახელწოდებაა The Heart is a Drum Machine & დებიუტი 2009 წელს იგეგმება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted May 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2009 John Frusciante - The Empyrean (2009) http://i034.radikal.ru/0903/4a/210196f7b828.jpg Artist: John FruscianteAlbum: The EmpyreanYear: 2009Genre: Alternative RockCountry: USASize: 83 MB Tracklist:01 - Before The Beginning02 - Song To The Siren03 - Unreachable04 - God05 - Dark - Light06 - Heaven07 - Enough Of Me08 - Central09 - One More Of Me10 - After The Ending11 - Today (Bonus)12 - Ah Yom (Bonus) DOWNLOAD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Greenie Posted June 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2009 fleaეგ ყველაფერი © Greenie ხო? დაკოპირებაში მაგარი ხარ, ვიღაცა ხარ musicbox-ის ფორუმზე მეწერა ეგ პოსტები სიტყვა-სიტყვით... & <<< ეს მაინც შეგეცვალა... ჩემი "საფირმო" ნიშანი & "და"-ებით შეგეცვალა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2009 და მერე რა, რომ დააკოპირა? მთელი ქართული ნეტი კოპი პეისტია... ისე, მამენტ - შენც ხომ გადათარგმნე ეს ტექსტი? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Greenie Posted June 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2009 ბიოგრაფიის დაფეისთება კიდე მესმის & პოსტების & სხვების აზრების წერტილ-მძიმით დაკოპირება - უკვე აღარ... სასაცილოა უბრალოდ რა, ამას რო დააკოპირებ... 1-2 სიტყვა მაინც შეეცვალა: მე კი აბსოლუტურად ვეთანხმები!!!JOHN FRUSCIANTE მართლაც 21-ე საუკუნის საუკეთესო ახალგაზრდა გიტარისტია! ეს მან არაერთხელ დაადასტურა!!! ნუ ჩემთვის, არამარტო 21 საუკუნის, ყველა დროის საუკეთესო გიტარისტია, მარა... მარა ეგ ჩემთვის აი საუკეთესო ახალგაზრდა გიტარისტი რომაა, ეგ ნამდვილად უდავო ფაქტი უნდა იყოს, მგონი ყველასთვის!!! ძალიან მაგრად გამიხარდა ეს სტატია რომ წავიკითხე რა "The Guitar Has Been The King of Rock & Roll Instruments For More Than Half a Century" <<< ამ ამონარიდს კი 100%-ით ვეთანხმები!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2009 მოვა თემის ავტორი და გაგცემს საკადრის პასუხს... : ბოლო ალბუმი მოგეწონა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Greenie Posted June 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2009 იასნად, უძლიერესიიააა!!! თან დაბადების დღე მქონდა იანვარში, საჩუქარივით გამოვიდა 8 წელზე მეტია პეპერსებს & თავისთავად Fრუშიანტეს ვუსმენ... & ცხადია, მაგათი დაკრული მხოლოდ 2 აკორდიც კი მომეწონება...ნუ დაუსრულებლად შეიძლება ალბომზე ლაპარაკი...სტილი დიდად არ შეუცვლია ჯონს... ისევ ფსიქოდელია... უხდება მის სტილს, ხმას... სხვა ჟანრში (სოლო შემოქმედებაში მაინც) ჯონისნაირი ფაქიზი სულის პატრონი ვერ წარმომიდგენია...ამას ისიც ადასტურებს, რომ პეპერსებში დაბრუნებულმა Fანკ მეტალი აკრძალა ჯგუფში...1999-დან დღემდე უფრო & უფრო იგრძნობა მისი ზეგავლენა ჯგუფზე...1999-ში გამოჩნდა უკვე უფრო მელოდიური (მელოდიური არა, ეგ მანამდეც არ აკლდათ), როგორ ვთქვა, უფრო ჯონისეული აკორდები, სტილი... 2002-ში კიდევ მეტად & 2006-ში ხო საერთოდ... ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ სთადიუმ არქადიუმი მთლიანად Fრუშიანტეს მხრებზეა... მე მთლად ვერ დავეთანხმები მაგას, მარა ძირითადი მანდ მაინც ეს გენიალური გიტარისტია... წყნარი სიმღერები მომრავლდა ნელ-ნელა...ზოგჯერ მენატრება ძველი, უფრო გიჟი პეპერსები, მარა ეს ახალიც იმდენად კარგია, რომ...რაც შეეხება მათ დაშლას, დაგამშვიდებდით, რომ ყველაფერი რიგზეა... & დაბრუნებას ნამდვილად აპირებენ...ენტონის პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეაბილიტაციას გადის & როგორც კი მორჩება, ეგრევე დაბრუნდებიან... ეს ჩემი ქონების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ძალიან მიყვარს, თან დედაჩემის გაკეთებულია ახლაც ყელზე მიკეთია : http://i44.tinypic.com/2jep9qg.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2009 13 წელიწადია, რაც RHCP ნომერ 1 ბენდია ჩემთვის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted June 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2009 ნუ, კალიფორნიზაცია და ჯონის სამუდამოდ მიწებება ამ ჯგუფთან ერთი იყო... ნავაროს ხანაც მომწონდა, მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო და პრინციპში ნავაროც მაგარი ბანალური როჟა აღმოჩნდა... არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია... კაი ცოლი ყავს ისე... :| კალიფორნიზაციის წინ რასაც უკრავენ გახურების პონტში (თუ რაცაა, ეგ მაგათ იციან), შემიძლია რამდენიმე დღე ვუსმინო გადაბმულად... ჰეიდ პარკის ლაივი კი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.