Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი: ბარაკ ობამას სურს საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili10-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების პრესიდენტ ბარაკ ობამას ნამდვილად სურს საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეკომპანია “Fox News”–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

ტელეკომპანიის ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც ბარაკ ობამამ მასთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტს ნამდვილად სურს საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს.

 

 

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბირთვული მასალების კონტრაბანდა ქვეყანაში რამდენჯერმე აღკვეთეს და საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. აშშ-ში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.

 

 

განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოხარულია, რომ საშუალება მიეცა, სამიტის ფარგლებში, გასაუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმება სააკაშვილის მისწრაფებას დემოკრატიული რეფორმებისადმი. ამასთან, ობამამ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს იმ წვლილისათვის, რომელიც ქვეყანას ავღანეთის ოპერაციაში შეაქვს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება, სადაც ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მიმდინარეობს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...