planetanews Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tbilisi-marioti-150x150.jpgსაერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში“ ხვალ, სასტუმრო „თბილისი–მარიოტში“ გაიმართება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციაზე მონაწილეები დაკრედიტების შემცირებით გამოწვეულ პრობლემებს განიხილავენ და იმსჯელებენ მათი დაძლევის გზებზე, რათა ორი რეგიონი (კავკასია და ცენტრალურ აზია და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) დაკრედიტების კრიზისამდელი დონეს დაუბრუნდეს. შეხვედრაზე გაანალიზდება შექმნილი სიტუაცია, საბანკო სექტორში გასატარებელი რეფორმები და სხვადასხვა მიღებული ზომების ეფექტურობა. ასევე ყურადღება დაეთმობა საკრედიტო ბუმისა და ვარდნის ციკლებს შორის მერყეობების მიმართ საფინანსო სექტორის მდგრადობის ასამაღლებლად გასატარებელ რეფორმებს. კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 12 სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები მიიღებენ. საქართველოს ეროვნულ ბანკს კონფერენციაზე ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარმოადგენს. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში კონსულტაციებს უწევს. კონფერენციის მუშაობაში ასევე მოანაწილობას მიიღებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების, ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts