Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - რუსეთი და ამერიკა 34 ტონა აქტიურ ურანს გაანადგურებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/medved1-150x130.jpgბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვაშინგტონში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ზედმეტი, აქტიური პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ ორმხრივ პროტოკოლს ხელი მოაწერეს.

 

 

შეთანხმების მიხედვით, ორივე ხელმომწერი სახელმწიფო ვალდებულია 2018 წელს 34 ტონა პლუტონიუმის განადგურება დაიწყოს.

 

 

ზედმეტი, აქტიური პლუტონიუმი ატომური ელექტროსადგურის საწვავად იქნება გამოყენებული.

 

 

გარდა ამისა, პლენარულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი 2010 წლის აპრილის ბოლომდე გააუქმებს საკუთარ, აქტიური ურანის გამომმუშავებელ რეაქტორს ქალაქ ჟელეზნაგორსკში. ამის პასუხად ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს რუსეთის ერთპიროვნულ ლიდერობას ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში.

 

 

შეგახსენებთ, რომ უტილიზაციისთვის გამოყოფილი აქტიური პლუტონიუმის რაოდენობა საკმარისია თითოელ ქვეყანაში 17 ათასი ბირთვული ქობინის დასამზადებლად.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...