Jump to content
Planeta.Ge

ლეგალური ფულის კეთება


Recommended Posts

მანქანები არარსებული სამსახურების ხელმძღვანელებსაც “ემსახურებათ”

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

13 / 04, 2010 18:54Print

Font size:

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ პრეზიდენტის მოქმედი ბრძანებულებით, მანქანები არარსებული სამსახურების ხელმძღვანელებსაც ემსახურებათ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ამ ბრძანებულებაში შესული ცვლილებით, რამდენიმე თანამდებობის პირს შესაბამისი პრივილეგია მოეხსნა, ბრძანებულებაში რამდენიმე არარსებული თანამდებობა რჩება.

კერძოდ, ბრძანებულების თანახმად, იმ თანამდებობათა ჩამონათვალში, რომელთაც ეკუთვნით მსუბუქი ავტომანქანები პერსონალური სარგებლობისათვის, კვლავ რჩება სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე და დსთ-ს ბიუროს თავმჯდომარე.

ამასთან, არ არის შეცვლილი ეკონომიკის სამინისტროს სახელიც.

საკანონმდებლო ორგანოში გამორიცხავენ, რომ ბრძანებულებაში არსებული არარსებული სამსახურების უფროსების ავტომანქანებისთვის საჭირო თანხა იფლანგებოდეს და მიაჩნიათ, რომ “ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა უბრალოდ დაავიწყდათ, ან ყურადღება არ მიაქციეს” და დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხარვეზი უახლოეს მომავალში გამოსწორდება. ამასთან, დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ბრძანებულების შესაბამის დანართში ენის პალატისა და დსთ-ს ბიუროს გარდა, რამდენიმე სხვა თანამდებობაც აღარ უნდა არსებობდეს.

ზოგადად კი, ამ ბრძანებულების შესაბამისი დანართის თანახმად, პერსონალური ავტომანქანა შეიძლება სარგებლობაში უნდა ჰქონდეთY საქართველოს სახელმწიფო მინისტრებს, მთავრობის წევრებს, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეებს, მინისტრის მოადგილეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილეს, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანს, იუსტიციის საბჭოს წევრს, სახალხო დამცველს, დსთ-ს ბიუროს უფროსს, ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის მერს, ქ.თბილისის მთავრობის პრემიერს, ქ. თბილისის მთავრობის პრემიერის მოადგილეს, რაიონის გამგებლებს, ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარეს, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფროსს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსს და საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მანქანები არარსებული სამსახურების ხელმძღვანელებსაც “ემსახურებათ”

გენიალურია.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

 

აქ და საერთოდ ისტერიკას რომ ტეხავდნენ პარიარქიაზე მანქანების ჩუქების,ბოლო ინტერვიუში ვანიჩკამ რუსს ჟურნალისტს დაანახა ფირმა მანქანები ფანჯრიდან და ისაც დააყოლა,რომ ყველა განყოფილების უფროსი ესეთი მანქანებით დადიანო.ძუკუმ დადო ეგ ინტერვიუ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვიცი, რომ ყველა ჩინოვნიკს აქ უფლება მინიმალურ ფასად იყიდოს ტავისი სამსახურეობრივი მანქანა, ვიცნობ ეგეთებს :mad:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მაგადიაააა!!!!! :uh:

არა კაცო რას ამბობთ! ალყაში ვართ, როგორ შეიძლება ეხლა ბიუჯეტის კონტროლზე ლაპარაკი!

და საერთოდ მიხომ გვითხრა კრიზისია და ქამრები გადაიჭირეთოოო :givi:

ჯიგარები ხაააართ !!! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ეხ, არავინ არ აღშფოთდა.... წერე და იკითხეა რა ეს ქვეყანა

დაიღალა ხალხი აღშფოთება-შეშფოთებით.. :mad: :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ, არავინ არ აღშფოთდა

სანამ ასეტ აღშფოტებას არ ვისწავლით არაფერი გვეშველება

 

http://s04.radikal.ru/i177/1004/a5/be513247707e.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

არა კაცო რას ამბობთ! ალყაში ვართ, როგორ შეიძლება ეხლა ბიუჯეტის კონტროლზე ლაპარაკი!

ალყაში კი არა და ვიცი სადაც ვართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...