Jump to content
Planeta.Ge

იუვენტუსის ფან კლუბი- დელ პიერო ბრწყინვალე ფორმაშია


Recommended Posts

http://images.quickblogcast.com/92912-88346/del_piero_linguaccia1.jpgუაღრესად საპასუხისმგებლო შეხვედრა ახლოვდება. პარასკევს ტურინის "იუვენტუსი" მეორეადგილოსან "ინტერს" დაუპირისპირდება, სამ ქულას კი, ორივე კლუბისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. "იუვენტუსის" ოფიციალური ვებ-გვერდი, სასიამოვნო ინფორმაციას აქვეყნებს. juventus.com -ის განცხადებით, დღევანდელ ვარჯიშზე, გუნდ "ბერეტისთან" "ბაინკონერებმა" ანგარიშით 5:1 იმარჯვეს, 3 გოლი კი ტურინული გრანდის შეუდარებელმა კაპიტანმა, ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა. აშკარაა, რომ ეს მის ბრწყინვალე სათამაშო ფორმაზე მეტყველებს, რაც პარასკევის შეხვედრაში, "იუვეს" ძალიან წაადგება. შეგახსენებთ, რომ 18 მატჩში, დელ პიერო 7 გატანილ გოლს ითვლის, მაგრამ გაჩერების, მსოფლიო ჩემპიონს, არაფერი ეტყობა. "იუვენტუსისა" და "ინტერის" დაპირისპირება, ამ სეზონში მაყურებელმა უკვე ორჯერ იხილა. პირველ შემთხვევაში, ტურინელებმა გამარჯვება, ანგარიშით 2:1 მოიპოვეს, მაგრამ იგივე შედეგით, რევანშის აღების შესაძლებლობა, "ნერრააძურებს" "კოპა იტალიაში" მიეცათ. ასე რომ ამ სეზონში, ეს ამ კლუბების საბოლოო შეხვედრაა, შედეგი კი, საერთო ანგარიშის მხრივ, გადამწყვეტი იქნება.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...