planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tugushi-giorgi5-150x150.jpgსახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის, ეროვნული უმცირესობებისთვის საარჩევნო მასალების თარგმნის, მიწოდებისა და არჩევნებში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვნად ჩართულობის საკითხი განიხილეს. საბჭოს წევრებმა გაიხსენეს წინა არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები და იმედი გამოთქვეს, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები გაცილებით უკეთესად იქნება ორგანიზებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება საარჩევნო მასალები, ბროშურები, პლაკატები, ასევე არჩევნებისთვის მომზადებული საინფორმაციო კლიპები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გადაიცემა რეგიონალური ტელევიზიების მეშვეობით. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts