planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/jaba_jishkariani1-150x150.jpgმოძრაობამ “7 ნოემბერი” თანაგუნდელ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 საპყრობილეში იხდის, დაბადების დღე რუსთაველის გამზირიდან მიულოცა. როგორც დღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გოგიჩაიშვილს დღეს 29 წელი შეუსრულდა. “გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ მას სოლიდარობა და ვუთხრათ, რომ ჩვენ სულ მის გვერდით ვართ. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, რომელიც ამ ხელისუფლების ტყვეა”, – განაცხადა ჯიშკარიანმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts