planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/teatri1-150x150.jpgათონელის თეატრში დღეს სპექტაკლის “მაკროპოლუსის საიდუმლო” პრემიერა გაიმართება. დღევანდელ პრემიერას თეატრი მსახიობ ნიკო გომელაურის ხსოვნას უძღვნის. ნინო ლიპარტიანის ახალ წარმოდგენაში, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა, რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლი თავად გომელაურს უნდა ეთამაშა, თუმცა ავადმყოფობის გამო ის ბოლო რეპეტიციებსაც ვეღარ დაესწრო. პრემიერა ათონელის თეატრში 19:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური დღეს, გამთენიისას 5 საათზე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts