Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ხვალ სამხედრო-საჰაერო ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფად ქცევის შესახებ იმსჯელებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Tavdacvis-saministro-logo5-150x130.jpgპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ხვალ სამხედრო-საჰაერო ძალების სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფად ქცევის თაობაზე კანონპროექტის განხილვას განაახლებს.

 

 

კომიტეტი პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

 

 

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.

 

 

პროექტის თანახმად, კი სამხედრო-საჰაერო ძალები ცალკე ჯარის სახეობა აღარ იქნება და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდება.

 

 

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის უწყების თითქმის ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურის სტატუსი ექნება – თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებად ჩაითვლებიან.

 

 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა.

 

 

ამასთან, კომიტეტი ხვალ, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტსაც განიხილავს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...