planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/matias-iorSi1-150x150.jpgვილშაიერი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად წეროვანში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანსა და დევნილებს შეხვდნენ. მათიას ეორში დევნილების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს მაგალითი მისცა, თუ როგორ შეიძლება ასეთი პრობლემები მოკლე დროში მოგვარდეს და ათასობით ადამიანი, რომელიც საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს, კარვებში არ ცხოვრობენ და საკუთარი ჭერი გააჩნიათ. როგორც მათიას ეორშმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიოში ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თუ სად იცხოვროს. “ის რაც საქართველოში მოხდა, რომ უამრავი ხალხი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა, ყველასთვის ტრაგედია აღმოჩნდა. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ მათ ნორმალურ და ღირსეულ პირობებში იცხოვრონ. მჯერა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რაც დევნილთა დასახმარებლად საჭიროა” – განაცხადა ეორშმა. დელეგაციამ წეროვანის საჯარო სკოლაც დაათვალიერა. კობა სუბელიანმა ევროპელ სტუმრებს დაწვრილებით გააცნო რა გაკეთდა დევნილი მოსახლეობისთვის, როგორ აშენდა კოტეჯები და რა თანახა დაიხარჯა. სუბელიანის განცხადებით, მთავარი სათქმელი მათი მხრიდან ყოველთვის ის არის, რაც დევნილებისთვის გაკეთდა. “კაპიკ-კაპიკ ყველაფერი დევნილებისთვის დაიხარჯა. ეს პროცესი იყო გამჭირვალე დამატებითი მოტივაცია, რომ დონორებმა დაფინანსება გაზრდონ. დონორი ორგანიზაციები წინა წლებშიც არსებობდნენ მაგრამ მაშინდელი ხელისუპლების დროს მოტივაცია ნაკლები იყო, ქვეყანაში კორუფცია არსებობდა და თანხები გაურკვეველი მიმართულებით იხარჯებოდა. ახლა, როცა საკუთარი თვალით ხედავენ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის რა გაკეთდა, მეტი მუხტი აქვთ. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება დევნილების საზოგადოების წინაშე სრულდება. ამას დონორები თავად აღნიშნავენ და თავიანთ ანგარიშებში ასახავენ. ვიზიტის მიზანიც, სწორედ ეს არის, რომ ამ ყველაფერს ანალიზი გაუკეთონ.” – განაცხადა სუბელიანმა. მათიას ეორშიმ ახალგორიდან დევნილ ქალბატონთან – ამალია ბიჭიაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დევნილების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts