Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხათუნა კალმახელიძე და კობა სუბელიანი დღეს კოდაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalmaxelidze7-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს კოდაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

 

 

ხათუნა კალმახელიძე მოსახლეობას უწყებაში არსებული უფასო იურიდიული მომსახურების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს კონსულტაცია ადგილზე გაუწიეს.

 

 

ხათუნა კალმახელიძემ დევნილებს სისხლის სამართლის საქმეებზე, საადვოკატო მომსახურების, სამართლის ნებისმიერ დარგში კონსულტაციებისა და იურიდიული დოკუმენტების შედგენის პროცესში სამინისტროს უფასო დახმარების შესაძლებლობები გააცნო.

 

 

იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...