Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ალიანსმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ალიანსის სახელით პროკურატურაში განცხადება შეიტანა ხელოვნურად მიწერილთა თაობაზე. თინა ხიდაშელის აზრით, 12 000-ზე მეტი პირია ხელოვნურად მიწერილი ამა თუ იმ მისამართებზე, რაც არა შეცდომა, არამედ კრიმინალია. „ეს არის სიის ხელოვნურად გაყალბების მცდელობა და ცხადია, კრიმინალური აქტია. ჩვენ გვაქვს 3 000-ზე მეტი განცხადება, სადაც ბინის მეპატრონე წერს, რომ მათი ნებართვის გარეშე, მათ ბინებში მიწერილი არიან უცხო პირები“ - განაცხადა მან.

 

 

 

აღნიშნული 3 000 განცხადება „ალიანსში“ შემავალმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მათმა ლიდერებმა და „ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა „ახალი მემარჯვენეების“ ოფისიდან მშვიდობიანი მსვლელობით პროკურატურაში მიიტანეს.

 

 

 

„მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძის თქმით, თუ არ გამოსწორდება ყველა დარღვევა, მათ შორის ხელოვნურად მიწერილი პირებისა, ამომრჩეველთა სია არალეგიტიმური იქნება, ხოლო არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლება.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...