Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მუდმივი მოწოდებები ერთობაზე ყალბი აღმოჩნდა“


Recommended Posts

გაზეთი „ახალი თაობა“ რესპუბლიკური პარტიის მდივან თინა ხიდაშელთან ინტერვიუს - სათაურით „ალასანიას კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებთ!“ - აქვეყნებს. თინა ხიდაშელი საუბრობს: „როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მუდმივი მოწოდებები ერთობაზე, რა თქმა უნდა, ყალბი აღმოჩნდა. რაც გასულ კვირას კიდევ ერთხელ დადასტურდა. თუმცა მე ასე არ ვიტყოდი, რომ უშედეგო იყო, იმიტომ, რომ სწორედ სოზარის ამ ბოლო ნაბიჯმა მიაღებინა გადაწყვეტილება ქალბატონ სალომეს, ალიანსში შემოსულიყო. ასე რომ, განსაზღვრული შედეგი მაინც დადგა. ქალბატონი სალომე ისედაც უჭერდა მხარს ირაკლის, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერია დღეს ალიანსი, როცა ის ოთხსუბიექტიანია“.

 

 

„მე საერთო კანდიდატზე რამე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებს ვერ ვხედავ. ერთადერთი, კეთილგონიერების იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, როცა პოლიტიკური ძალები აცნობიერებენ, რომ უმჯობესია გამარჯვება ოპოზიციონერ კანდიდატს დარჩეს და ისინიც ამ გამარჯვების თანამონაწილე იყვნენ, ვიდრე არ იყვნენ ამ გამარჯვების თანამონაწილე. თუ ასეთი გაცნობიერება მოხდება ჩვენი კოლეგების მხრიდან, შესაძლებელია მათ ირაკლის სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურა, მაგრამ რამე შეთანხმების შესაძლებლობასა და ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის შესაძლებლობას ნამდვილად ვერ ვხედავ. ამ მიმართულებით ჩვენ ვეღარ გადავდგამთ ვერანაირ ნაბიჯებს, იმიტომ, რომ უკვე საარჩევნო საათი ჩართულია, საუბრის ყველა რესურსი ამოწურულია“.

 

 

„არსებობს კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ ქვეყანაში ყველაზე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს სავსებით საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ირაკლი ამ პროცესიდან გამოვიდეს გამარჯვებული. ამ წუთშიც არვის, არც ერთ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს რამე მიახლოებული შესაძლებლობა გამარჯვებასთან, გარდა ირაკლი ალასანიასი, სამწუხაროდ, არ აქვს. ამიტომ ვფიქრობ, სიმართლეს ყველა თუ გაუსწორებს თვალს, გაცილებით გამარტივდება ყველას პოლიტიკური საქმიანობა მომავალში”.

 

 

„არ მაქვს არანაირი საფუძველი, „აი არ აი“-ს კვლევა ეჭვქვეშ დავაყენო. ოპოზიციის ასეთი დაბალ რეიტინგს ძალიან მარტივი ახსნა აქვს. ჯერ ერთი, გამომდინარე იქიდან, რამდენი ადამიანი არ პასუხობს, ეს უკვე არის თავისთავადი ახსნა ამ მდგომარეობის, როცა ქვეყანაში ტოტალური დაშინება-დაშანტაჟება მიმდინარეობს მოსახლეობისა, ისინი ერიდებიან, ღიად გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება, განსაკუთრებით საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისა. ეს ყოველთვის ასე იყო. ახლა, კვლევაში რას იტყვიან, ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინაც, მაშინაც დაახლოებით ასეთი კვლევები ქვეყნდებოდა, თუმცა არჩევნების შედეგები პრინციპულად განსხვავებული იყო. აქ ის არ არის პრობლემა, რომ „აი არ აი“ აყალბებს შედეგებს, პრობლემა უფრო სხვაგან არის, რომ მოსახლეობას ეშინია. ეს ჩვენმა კარდაკარ სიარულმაც დაადასტურა, როცა ადამიანების 64% უბრალოდ არაფერს არ ამბობს“.

 

 

„მე არ ვიცი, რა პოზიცია აქვს გაჩეჩილაძეს და სიმართლე რომ გითხრათ, არანაირად არ მაინტერესებს. თუ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ის ჩადგება იმ გრძელ სიაში, რომელიც იქნება მერობის კანდიდატების არჩევნებისთვის, მეტი არაფერი”.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...