Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს“


Recommended Posts

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ირაკლი ალასანიამ თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ალასანიას განცხადა: „ჩვენი პროექტი არის ძალიან რეალისტური და ემყარება ბიუჯეტის იმ გათვლებს, რომელიც დედაქალაქს დღეს აქვს. ეს არის ეკონომიკურად და ფინანსურად დასაბუთებული პროგრამა. ჩვენი პროგრამა ძალიან კარგად მეტყველებს იმაზე, რომ დედაქალაქის მერიას არა აქვს პრიორიტეტებში ჯანდაცვის პროგრამა“.

 

 

 

„პირდაპირ მივმართავ სახელისუფლო კანდიდატს და ვიწვევ მას ნებისმიერ ეთერში დებატებში. მზად ვარ, გიგი უგულავას თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვესაუბრო; ვისაუბრო იმ ხარვეზების შესახებ, რაც დღეს დედაქალაქის და მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემაში არსებობს და რას ვთავაზობთ ჩვენ მოსახლეობას“.

 

 

 

„ეს არის ძალიან რეალისტური და ფინანსურად დასაბუთებული პროგრამა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, როგორ დაფინანსდება აღნიშნული პროექტი. ძალიან მიხარია, რომ კომპეტენტურმა ადამიანებმა დადებითი შეფასება მისცეს ჩვენს პროექტს. ძირითადი გზავნილები ჩვენი მოსახლეობისთვის შემდეგია:

 

  • ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს;
     
  • სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს;
     
  • უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს, აქედან სამ წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის უფასო წამალი;
     
  • უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი.

ჩვენ არაფერს არ შევთავაზებთ მოსახლეობას და ამომრჩეველს ისეთს, რაც არ იქნება რეალისტური“

 

 

 

 

„დღეს თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი 23 მილიონი ლარის ნაცვლად, მუნიციპალურ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის 117 მლნ ლარი გამოიყოფა“.

 

 

 

უახლოეს პერიოდში ირაკლი ალასანია სოციალური პროგრამისა და განათლების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...