Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერების სამძიმარი


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ სხვა ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ, დავით გამყრელიძემ, სალომე ზურაბიშვილმა და დავთ ბერძენიშვილმა პოლონეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს. ირაკლი ალასანიამ საქართველოში პოლონეთის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს მიუსამძიმრა: „ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა. განსაკუთრებით ქართველმა ხალხმა მიიღო ეს სამწუხარო ფაქტი, როგორც პირადი ტრაგედია. პრეზიდენტი კაჩინსკი იყო საქართველოს პირადი მეგობარი. მან უმძიმეს დროს გაგვიწია ძალიან დიდი თანადგომა და სწორედ ამიტომაც ეს ჭრილობა ისეთივე მძაფრია ჩვენთვის, როგორც პოლონელი ხალხისთვის. პოლონელ ხალხს სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ“.

 

 

დავით გამყრელიძე: „ლეხ კაჩინსკი არ იყო რიგითი პოლიტიკოსი საქართველოსთვის, ის იყო საქართველოს მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი და ამიტომ წუხს ქართველი ერი ასე ძალიან მის გარდაცვალებით“.

 

 

სალომე ზურაბიშვილი: „ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის იმისათვის, რომ გამოხატოს მწუხარება ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის პოლიტიკური ელიტის დაღუპვის გამო, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გულთან ახლოს მიიტანა ქართველმა ხალხმა ეს ტრაგედია“.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...