planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 “მილანის” ვიცე–პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი კვლავ ინარჩუნებს იმედს, რომ გუნდის მწვრთნელი “მილანში” მომავალ წელსაც დარჩება, მიუხედავად ლეონარდოსა და ბერლუსკონის ცოტა “შორიდან ნამიოკებ–ჩარტყმულ” კონფლიქტური სიტუაციის მიუხედავად. “24 წლის განმავლობაში მე შევხვედრილვარ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელმაც მე ფული დამიბრუნა… რა თქმა უნდა, ლაპარაკი ლეონარდოზე მაქვს. თუმცა მე ამჯერად არ მივცემ მას იმის უფლებას, რომ ისევ ჯენტლმენურად მოიქცეს!” გალიანიმ ისაუბრა 2003 წლის მარტზე, როდესაც მან ბრაზილიელს გადაუხადა ხელფასი, თუმცა ლეომ მას ფული უკანვე დაუბრუნა და არ მიიღო თანხა, რადგან მას მაშინ ტრავმა ჰქონდა (ეტყობა ამის გამო დაანება კიდეც ფეხბურთს თავი) და გუნდის დახმარებას ვერ ახერხებდა, და ამის გამო ჩათვალა საჭიროდ, რომ ის ამ ფულს არ იმსახურებდა. ამის შემდეგ გალიანი სკუდეტოს თემასაც შეეხო: ” ბერლუსკონი ისევე ფიქრობს, როგორც მე. პარასკევს საღამოს მან მითხრა, ჩვენ რომ არ გვყოლოდა ტრავმირებული ფეხბურთელები: ნესტა, პატო, ბექჰემი, მაშინ უფრო მაღლა ვიქნებოდით ჩემპიონატის ცხრილში. ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ გვჯერა იმის, რომ წარმატების მიღწევა ისევ შეიძლება.” სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts