Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge სამი ფეხბურთელი?!


Recommended Posts

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მილანი” ზაფხულისას შეიძენს ორს და დაიბრუნებს ერთ ფეხბურთელს. ეს მხოლოდ ამ სტატიაშია სამ ფეხბურთელზე, თორემ “მილანის” ინტერესების სფერო ყველაფრის ფარგლებს ცდება ჟურნალისტების ამბებით.

 

 

მოკლედ FootballPress-მა Tuttomercatoweb.com-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “როსონერი” აპირებს ოფიციალურად შესთავაზოს “ჩელსის” მისი ფორვარდის, დიდიე დროგბას ყიდვის შესახებ.

 

 

ფასი არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატში 32 წლის დროგბამ 27 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 25 გოლი გაიტანა. ასევე მოგახსენებთ, რომ “ჩელსი” ეძებს ფორვარდს და ამიტომაც დიდი შანსია მან მალე კოდ-დივუარელი შეცვალოს. დიდიერ ივეს დროგბა ტედილი, “ჩელსიში” 2004 წლიდან გამოდის, ის ლონდონში “მარსელიდან” გადავიდა. დროგბას სიმაღლე 189 სანტიმეტრია. თურმე ის ბავშვობაში სწორედ “დიავოლის” ფანი იყო.

 

 

წყარო

 

 

ასევე “მილანი” დაინტერესდა ჟოაო მირანდა დე სოუზა ფილიოთი, 25 წლის “სან პაულოს” ბრაზილიელი მცველით. ამ ფეხბურთელით ბევრი გრანდია დაინტერესებული. მის მსურველებს, “მილანს”, “ბარსელონას”, “ფიორენტინას” და “ვოლფსბურგს” დაემატა ორი ფრანგული კლუბი: “ლიონი” და “მარსელი”. მისი ფასი 15 მილიონი ევროა. მისი სიმაღლეა 185 სანტიმეტრი.

 

 

ავღნიშნავ, რომ “შავ-წითლები” ადრეც იყვნენ დაინტერესებულნი ბრაზილიის ნაკრების ცენტრალური მცველით.

 

 

<a href="http://fanacmilan.com/news/mirandoj_interesujutsja_evropejskie_kluby/2010-04-13-15580">წყარო

 

 

ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ამ სეზონის მეორე ნახევარში “სამპდორიაში”, “მილანის” მომავალ მეტოქის გუნდში არენდით სეზონის ბოლომდე გაშვებული მეკარე ყოფილ გუნდს დაუბრუნდება.-წერს FootballPress.

 

 

წყარო

 

 

სტატიის ავტორი: FORZA-MILAN

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...