Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ამბროზინი დაცვაში ითამაშებს


Recommended Posts

როგორც ჩანს მომდევნო მატჩამდე პრობლემები კლების მაგივრად გვემატება. როგორც იცით პირლო დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს მატჩს ”სამპდორიასთან”. ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირას ფავალი არ იქნება და მის მაგივრად გუნდის კაპიტანი, მასიმო ამბროზინი დადგება დაცვაში. მართალია ფავალი რომ ვერ ითამაშებს ბევრს (ალბათ ყველას) გაუხარდა, მაგრამ რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა მასიმოს დაცვაში დაყენება ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემი აზრით, ლეონარდო ძალიან რისკავს, რადგან ახლანდელ მეტოქეს ბევრად უფრო ძლიერი თავდამსხმელები ყავს ვიდრე წინას(”კატანიას”) და თუ დაცვა ისევ ისეთი სუსტი იქნება ბორიელოს დუბლი ვეღარ გვიშველის. მართალია ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ნახევარმცველი გუნდში პრობლემების გამო დაცვაში დგება, მაგრამ მაინც მგონია, რომ დიდ რისკზე მიდის მწვრთნელი. ძირითად გუნდში სხვა ალტერნატივა არაა. კალაძე, ბონერა, ნესტა, ონიევუ და ახლა უკვე ფავალიც (როგორც იქნა) ტრავმირებულნი არიან. შესაძლებელია ახალგაზრდების გამოძახებაც, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში…

 

 

კიდევ ერთი ცვლილებაა გუნდში, სავარაუდოდ ამბროზინის ადგილს ფლამინი დაიკავებს და გატუზოსთან ერთად შეეცდება მეტოქის შეტევები დაცვის საშიშ ზონამდე არ მიიყვანოს. პირლოს ნაცვლად კი სავარაუდოდ ზეედორფი ითამაშებს.

 

 

წყარო

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...