planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/1265045_20100413151902.gif-150x118.jpgდიდ ბრიტანეთში უსინათლოებისათვის და მხედველოვის დეფექტის მქონე ადამიანებისათვის პირველი პორნოჟურნალი გამოვიდა. გამომცემლობაში ტექსტები ბრაილის შრიფტით არის დაბეჭდილი, ილუსტრაციები კი ამობურცული გახდილი მამაკაცებისა და ქალების გამოსახულებით არის გაფორმებული. ჟურნალი Tactile Minds-ის სახელს ატარებს, რაც შეიძლება როგორც “ხელშესახები ცნობიერება” გადაითარგმნოს. იდეის ავტორი კანადელი ლაიზა მერფია. მან ბაზარზე ცარიელი ადგილი აღმოაჩინა და ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტა. მისივე თქმით, ბაზარზე არ არსებობს არც ერთი პორნო-გამომცემლობა უსინათლოებისათვის, და ეს ხალხი დაჩაგრული არის, რადგანაც არა აქვს საშუალება სექსუალური ილუსტრაციების კულთურას შეუერთდეს. ჟურნალი Playboy 1970-1985 წლამდე უსინათლოებისათვის თავიანთ ვერსიასაც უშვებდა, მაგრამ ამ ჟურნალის მხოლოდ წაკითხვა შეიძლებოდა: ყველა ტექსტი ბრეილის შრიფტით იყო აკრეფილი, მაგრამ ამუბურცული ილუსტრაცია ჟურნალში არ იყო. Tactile Mind-ის პირველი ნომერი 17 პიკანტურ ფოტოს შეიცავს. მკითხველის წინაშე ქალი დისკოს პოზაში, ქალი დიდი ბიუსტით და მამრობითი სქესის სეკს-რობოტი წარსდგება. ჟურნალის ფასი 150 ფუნტს სტერლინგს შეადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Baindurashvili-kaxa02-150x129.jpgსაერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s (S&P)-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურობის პროგნოზით „B“ დან „B+“-მდე გაზარდა. „ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საკრედიტო სააგენტოს გადაწყვეტილება. საქართველომ 2 წლის შემდეგ კვლავ დაიბრუნა უმაღლესი სარეიტინგო შეფასება, რომელიც მას ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ომამდე და კრიზისამდე არსებული ეკონომიკური განვითარების გზას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით გატარებული პოლიტიკა. „მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მეტი ეკონომიკური ზრდა, სარეიტინგო კომპანიის ასეთი პოზიტიური შეფასება დამატებით წაახალისებს ინვესტირებას და გაზრდის ნდობას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ.”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts