planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/world-bank-150x150.jpgმსოფლიო ბანკმა, ყოველწლიურ კონკურსში – “ცხოვრების დონის გაუმჯობესება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”, მიმდინარე წლის ერთ-ერთ გამარჯვებულად საქართველო დაასახელა. მიმდინარე წელს, ჯილდო გადაეცათ ქვეყნებს იმ პროექტებში, რომლებშიც ინოვაციები და კონკრეტული შედეგები ასახეს შემდეგ სფეროებში: გზების მშენებლობა, სარწყავი სისტემის გაუმჯობესება/რეაბილიტაცია, მცირე ბიზნესისათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესება, კრიზისის დასაძლევად მიმართული ღონისძიებები, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და სხვა. საქართველო გამარჯვებულად დასახელდა “Joint Needs Assessment, Donors Conference, and Progress Report”-ის მიხედვით. 2010 წელს, აღნიშნულ კონკურში, საქართველოსთან ერთად შემდეგი ქვეყნის პროექტებმა გაიმარჯვეს: ბულგარეთი, ყირგიზეთი, ლატვია, თურქეთი, მაკედონია, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/yifshidze-150x150.jpgნიკო გომელაურის გარდაცვალება ქართველი ერისთვის დიდი დანაკლისია, ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მისმა ახლო მეგობარმა, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ განუცხადა. ყიფშიძეს განცხადებით, ნიკოს გარდაცვალება ქართული კინოსა და თეატრისთვის დიდი დანაკლისია, მისი ყოველი როლი და ყოველი ლექსი განუმეორებელია, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ დიდი გულისტკივილი განიცადა” – განაცხადა ყიფშიძემ. პოეტი კოტე ყუბანეიშვილი ნიკოს ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევს. “დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხისთვის ნიკოს გარდაცვალება ნამდვილი დარტყმაა, ძალიან ცუდია ასეთ ნიჭიერ ადამიანებს რომ ვკარგავთ და მათ ნაცვლად არავინ ჩანს. ბედნიერია ის ვინც, “მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ” – ის პრემიერაზე იყო, სადაც ნიკო თამაშობდა., ეს მისი ბოლო სპექტაკლი იყო. ყველანაირად მდიდარი იყო და გული მწყდება, რომ ასეთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება უნდოდა ქართველი ერისთვის” – განაცხადა ყუბანეიშვილმა. ნიკო გომალური დღეს დილით, 5 საათძე ხანრგრძლივი ავადმნყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მწერალს პარასკევს თავისუფალ თეატრში დაასვენებენ, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება და მის შემოქმედებას მისი მეგობრები კიდევ ერთხელ წაიკითხავენ. ნიკო გომელაურს 17 აპრილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts