Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა


Recommended Posts

Xtremesystems-ის ფორუმზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შვედმა ოვერქლოქერებმა შეძლეს Asus ROG Matrix 5870-ის აჩქარება 1525/5300MHz-მდე. ეს ახალი რეკორდია, რომლის დასამყარებლადაც -150 გრადუსი ტემპერატურა და 1.55V ბირთვის ძაბვა გახდა საჭირო.

http://images.geotorrents.com/images/xlaft51xqzzlkdkrz1g.jpg

დავძენ, რომ Core i7-980X-ის 5.9 გიგაჰერცამდე აჩქარებით და ამ ვიდეოდაფის გამოყენებით 3DMark Vantage-ში P30542 ქულის დაგროვებაც მოხერხდა http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/spiteful.gif .

 

 

http://images.geotorrents.com/images/dkqywgn4hg7emw82mq1t.png

 

 

მართლაც უძლიერესი გამოვიდა ASUS-ის Matrix სერიის 5870.

 

 

 

 

overclockers.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini30-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლების მანდატურთა პირველ ჯგუფს სერტიფიკატები გადასცა.

 

 

მომავალი მანდატურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდნენ, ისინი ორი კვირის მანძილზე თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.

 

 

15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის ათ საპილოტე სკოლაში შევლენ.

 

 

როგორც შაშკინმა განაცხადა, სამკაციანი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან, სკოლის შიდა განაწესს დაიცავს, სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფს.

 

 

“მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და უფლება არ აქვთ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან და ვიდე-კამერებით გააკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, ასევე ექნებათ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები” – განაცხადა მინისტრმა.

 

 

მისივე თქმით, მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს.

 

 

სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, შეუძლია საქმის კურსში მშობელი ჩააყენოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს პატრული გამოიძახოს.

 

 

სამინისტროს ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...