Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “რიერას რუსეთი ფულის საბადო ეგონა”


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/11/10/1257867198547/Albert-Riera-of-Liverpool-001.jpg

 

 

 

 

მოსკოვის “სპარტკაის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა, საბოლოოდ თქვა უარი ალბერტ რიერას ყიდვაზე.

 

 

 

 

“სპარტაკის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა “ლივერპულთან”, რათა ალბერტ რიერა ხაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე იჯარით გადაეყვანათ რუსეთში. ზაფხულში კი ორმაგი შეთანხმების შემთხვევაში 27 წლის ფეხბურთელი 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “სპარტაკის” ფეხბურთელი გახდებოდა. მოვლენების ასეთ განვითარებაზე თანახმა იყო სამივე მხარე, “სპარტაკიც”, თავად რიერაც და ბენიტესიც. ეს უკანასკნელი იმის გამო, რომ რიერამ “ლივერპულს “ჩაძირული გემი” უწოდა, რამაც რაფა ძალიან გააბრაზა. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო მომენტში “სპარტკაის” მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა უარი განაცხადა რიერას გუნდში მოყვანაზე.

 

 

 

 

“მე გეტყვით რატომაც ჩაიშალა ეს ტრანსფერი.” ამბობ კარპინი ინტერნეტ-გამოცემა “Championat”-თან საუბრისას. “მე გავიგე, რომ ფეხბურთელს სურდა მეტი სათამაშო დრო მსოფლიო ჩემპიონატამდე.”

 

 

 

 

“მე ეს კარგად მესმოდა და ამის გამო არანაირი პრეტენზია არ გამომითქვამს.”

 

 

 

 

“მაგრამ როგორც მე მივხვდი, რიერას ეს არ უნდოდა. მას რუსეთი ფულის საბადო ეგონა და მას აქ ფულის გამო სურდა გადმოსვლა. მე ასეთი ფეხბურთელები გუნდში არ მჭირდება.” – დაასრულა კარპინმა.

 

 

 

 

შეგახსენებთ, რუსეთში სატრანსფერო პერიოდი დღეს ღამე სრულდება. “სპარტაკს” გარდა რიერასი, სურდა “ტოტენჰემის” რუსი ფორვარდის, რომან პავლიჩენკოს გადმობირება, სანაცვლოდ კი ფული და პლეტიკოსა ჰქონდათ გამზადებული, მაგრამ ეს ტრანსფერიც ჩაშლის პირასაა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიუხედავად, კარლოს ტევესი კვლავინდებურად პატივს სცემს ამ გუნდს...

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...