planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/11/10/1257867198547/Albert-Riera-of-Liverpool-001.jpg მოსკოვის “სპარტკაის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა, საბოლოოდ თქვა უარი ალბერტ რიერას ყიდვაზე. “სპარტაკის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა “ლივერპულთან”, რათა ალბერტ რიერა ხაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე იჯარით გადაეყვანათ რუსეთში. ზაფხულში კი ორმაგი შეთანხმების შემთხვევაში 27 წლის ფეხბურთელი 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “სპარტაკის” ფეხბურთელი გახდებოდა. მოვლენების ასეთ განვითარებაზე თანახმა იყო სამივე მხარე, “სპარტაკიც”, თავად რიერაც და ბენიტესიც. ეს უკანასკნელი იმის გამო, რომ რიერამ “ლივერპულს “ჩაძირული გემი” უწოდა, რამაც რაფა ძალიან გააბრაზა. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო მომენტში “სპარტკაის” მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა უარი განაცხადა რიერას გუნდში მოყვანაზე. “მე გეტყვით რატომაც ჩაიშალა ეს ტრანსფერი.” ამბობ კარპინი ინტერნეტ-გამოცემა “Championat”-თან საუბრისას. “მე გავიგე, რომ ფეხბურთელს სურდა მეტი სათამაშო დრო მსოფლიო ჩემპიონატამდე.” “მე ეს კარგად მესმოდა და ამის გამო არანაირი პრეტენზია არ გამომითქვამს.” “მაგრამ როგორც მე მივხვდი, რიერას ეს არ უნდოდა. მას რუსეთი ფულის საბადო ეგონა და მას აქ ფულის გამო სურდა გადმოსვლა. მე ასეთი ფეხბურთელები გუნდში არ მჭირდება.” – დაასრულა კარპინმა. შეგახსენებთ, რუსეთში სატრანსფერო პერიოდი დღეს ღამე სრულდება. “სპარტაკს” გარდა რიერასი, სურდა “ტოტენჰემის” რუსი ფორვარდის, რომან პავლიჩენკოს გადმობირება, სანაცვლოდ კი ფული და პლეტიკოსა ჰქონდათ გამზადებული, მაგრამ ეს ტრანსფერიც ჩაშლის პირასაა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 ქსნის № 7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში დასავლური სტანდარტების კომპლექსი გაიხსნება. როგორც პირWელს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, დაწესებულება სამ საცხოვრებელ და ადმინისტრაციის ერთ კორპუსს აერთიანებს და 2 200 პატიმარზეა გათვლილი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts