Jump to content
Planeta.Ge

ყველაზე ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვა


Recommended Posts

რომ დამთავრდეს ეს მუდმივი დავა რომელი გამოკითხვაა ობიექტური და რომელი მიკერძოებული, გთავაზობთ:

 

ჩვენივე რესურსებით ჩავატაროთ სოციოლოგიური გამოკითხვა ქალაქ თბილისში. მზად ვარ პირადად ავიღო პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის ორგანიზების. ამისათვის:

 

1. საჭიროა 50 მოხალისე ფორუმელი. 25 ოპოზიციურად განწყობილი და 25-იც არაოპოზიციური. ამის დადგენა ფორუმში მარტივია. ყველამ ვიცით ამა თუ იმ იუზერის მოსაზრებები. მარტო პლანეტა ამას ვერ გაწვდება, მეზობელი ფორუმიც დავიხმაროთ.

 

2. ეს 50 ადამიანი დაიყოფიან წყვილებად, თითოელი ოპოზიცია-არაოპოზიციის შემადგენლობით, რათა გამოირიცხოს რომელიმეს მიერ შედეგების გაყალბება.

 

3. თითოეული წყვილი დანიშნულ დღეს გაემართება გარკვეულ ადგილას, რომელსაც წინასწარ არ დავასახელებ აგრეთვე წინასწარ მომზადებული ჯგუფების იქ მიგზავნის თავიდან არიდების მიზნით. თითოეული წყვილი გამოკითხვის დღეს პირადად ჩემგან მიიღებს დანიშნულების კოორდინატებს.

 

4. წყვილებს აეკრძალებად ცალ-ცალკე მოქმედება. თითოეულ მოქალაქეს გააჩერებენ ერთად და ერთად გამოკითხავენ.

 

5. თითო წყვილს დაევალება 100 ადამიანის გამოკითხვა.

 

ამრიგად ჩვენ შევძლებთ 2500 ადამიანის გამოკითხვას თბილისის ყველა წერტილში თანაბრად.

 

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს მოვუწოდებ დააფინანსონ მოხალისეები. თითო სუბიექტმა გამოყოს 100-200 ლარი, რათა გაიზარდოს მოტივაცია. თუ შეფროვდა იმდენი თანხა, რომ თითოეულ მოხალისეს 50 ლარი მაინც გადავუხადოთ, მაშინ მათ მოვთხოვთ მინიმუმ 200 ადამიანის გამოკითხვას და მივიღებთ 5000 გამოკითხულ მოქალაქეს და ეს იქნება მართლაც ყველაზე ობიექტური გამოკითხვა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ისე კარგი იდეა. მე მივიღებდი მონაწილეობას . არ გავაყალბებ ბაბოს ვფიცავარ . 2ნი ვართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი იდეაა. მარა დაფინანსებით არამგონია რომელიმე პარტიამ დააფინანსოს.

 

ძუკუ ამბობდა რომელიღაც თემაში, გამოკითხვებს ყველა პარტია ატარებსო, მარა შედეგებს მალავენო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ ამბობდა რომელიღაც თემაში, გამოკითხვებს ყველა პარტია ატარებსო, მარა შედეგებს მალავენო...

მე ყველას ვუღებ კარს და ყველას ვეუბნები მარა -გაძლევ გაძლევთქო....

( ხმას)-უნიკალური ვარ ვითომ და ჩემსავით არავინ იქცევა?

 

25 ოპოზიციურად განწყობილი და 25-იც არაოპოზიციური. ამის დადგენა ფორუმში მარტივია. ყველამ ვიცით ამა თუ იმ იუზერის მოსაზრებები

გეგონოს-------აბა ჩემი დაწერე:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ძუკუ ამბობდა რომელიღაც თემაში, გამოკითხვებს ყველა პარტია ატარებსო, მარა შედეგებს მალავენო...

მე სხვა რამეს ვამბობდი, IRI და NDI რომ ატარებენ გამოკითხვებს, ისინი ყველა პარტიას მხოლოდ თავის შედეგებს აწვდიან. ზოგიერთი ამას მალავს, ზოგიერთი კი ამით მანიპულირებს.

ეხლა NDI გვპირდება რომ ალბათ აპრილის ბოლოს ისინი ყველას შედეგებს საჯაროდ გამოაქვეყნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდის დაანებებთ თავს სოციოლოგიით მანიპულირებას ...სიყალბე ყველგან ოპოსა და პო-ს შორის არ მოგბეზრდათ?! მარიონეტობა მოდაშია?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

ბატონო? მე ვარ მარიონეტი? :bushti:

 

ისე, თქვენ ერთი აქეთ მობრძანდით: http://planeta.ge/index.php?showtopic=20682

 

ოღონდ აუცილებლად წაიკითხეთ და აუცილებლად მობრძანდით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

იდეა აშკარად კარგია....მარა 50 რა ამბავია? 10იც ეყოფა...5 ოპო 5 მიშისტი...ან 10 უბრალოდ სანდო უზერი...ძუკუსნაირი მაგალიტად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...