planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/prokuratura3-150x150.jpg“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებისთვის სემინარს გამართავს. სემინარები საქართველოს პროკურატურის შენობაში პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებისთვის 13-14 და 15-16 აპრილს გაიმართება, თემაზე: `პოლიციის როლი ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევის საქმეში~. `ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი~-ს მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 201 პოლიციელი მონაწილეობდა, გამოვლინდა, რომ პოლიციაში შესული ყოველი მეოთხე საქმე ოჯახურ ძალადობას უკავშირდება. პოლიციელთა 81% და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა 86% მიიჩნევს, რომ ოჯახური პრობლემების მსხვერპლი ქალია. პოლიციელთა 92%-ის აზრით კი, ქალთა მიმართ განხორციელებული ყველა სახის ძალადობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ოჯახური ძალადობა იმსახურებს. გამოკითხულ პოლიციელთა 92% თვლის, რომ ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა საქართველოში. `სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელები ფლობდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და მოძალადეებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს~, _ აცხადებენ აღნიშნულ ორგნიზაციაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts