planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/vaSadze-150x130.jpg14 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა. როგორც ვაშაძის უწყებაში განმარტავენ, ვიზიტის მიზანი გაერო-ს კუთხით საქართველოს დღის წესრიგში მდგომი პრიორიტეტული საკითხების განხილვაა. “აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე გაეროს გენერალურ მდივანს, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის ხელმძღვანელს და გაეროს წევრი ქვეყნების, მათ შორის უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლობებს და რეგიონალურ ჯგუფებს შეხვდება”, – განმარტავენ სამინისტროში. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს შტაბ-ბინაში ბრიფინგს გამართავს და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვითაც გამოვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts