planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/picture2-150x150.jpgპოლონეთისა და პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის და პირველ ლედს მარია კაჩინსკას კვირას 18 აპრილს დაკრძალავენ. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია იუყება.17 აპრილს ავიაკატასტროფაში დაღუპულების პანაშვიდი გაიმართება. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ლეხ კაჩინსკის და მარია კაჩინსკას შაბათს დაკრძალავდნენ. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მთავრობის წევრები სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 10 აპრილს დაიღუპნენ. პოლონეთის პრეზიდენტი დასავლეთ რუსეთში მიფრინავდა, რათა პატივი მიეგო ათასობით პოლონელი ოფიცრისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დახვრიტა. ცერემონიალი სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში უნდა გამართულიყო, იქ სადაც 70 წლის წინ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა 1939 წელს საბჭოთა არმიის პოლონეთში ინტერვენციის დროს ტყვედ აყვანილი 20 ათასი პოლონელი დახვრიტეს. თვითმფრინავს Ту-154-ს, რომელითაც პოლონეთის დელეგაცია მიფრინავდა, საბჭოთა კავშირში 1960-იან წლებში უშვებდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts