planetanews Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/israeli-150x150.jpgისრაელში თავშესაფრის მოთხოვნით მყოფ ქართველებს საქართველოს კონსული დღეს გაესაუბრება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ საკონსულოს მეშვეობით შევიტყვეთ, რომ რამდენიმე ქართველი ისრაელში თავშესაფარს ითხოვს. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით ითხოვენ ისინი ამას, სწორედ ამიტომ ჩვენი კონსული მათ გაესაუბრება და ინფორმაციას პირადად მათგან მიიღებს”, – განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, “იმ შემთხვევაში თუ კი თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მათ დეპორტაცია ემუქრებათ”. თავშესაფრის მიღება არც ისე მარტივია, როგორც ისინი ფიქრობენ. ასევე არ არის მარტივი ისრაელში სამუშაოს შოვნა, როგორც მათ ჰგონიათ. დიდი ალბათობაა, რომ მათი მოთხოვნები შეუსრულებელი დარჩეს”, – აღნიშნა კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ისრაელში თავშესაფარს 45 ქართველი ითხოვს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი სრული ნუსხა ამ დრომდე არ აქვს. თვშესაფრის მოთხოვნით დარჩენილი ქართველები ამ საიმიგრაციო ბანაკში იმყოფებიან. ვრცელდება ასევე ინფორმაცია 7 ქართველი არალეგალის დაკავების შესახებაც, რომლებმაც ისრაელში შეღწევა ეგვიპტიდან, უკანონოდ მოახერხეს. კიდევ 4 ქართველი საქართველოში გუშინვე გამოაძევეს. საქართველოს დიპლომატიური უწყება საქართველოს მოქალაქეებისა და იმ ტურისტული კომპანიების ვინაობას არკვევს, რომელთა საგზურებითაც მომლოცველებმა ისრაელში ჩასვლა მოახერხეს. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყანაში მომლოცველთა ტურით ჩავიდნენ, მოგვიანებით დევნილის სტატუსის მოთხოვნით საქართველოში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts