kisa Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 (edited) akkai არ ვიც რამდენად გესმის რუსულიაი ეს პოლონელი მწერლის გამოთქმა ძალიან საგულისხმოა ჟურნალისტებისთვის და არა მარტოСтанислав Ежи Лец: "Те, кто надел на глаза шоры, должны помнить, что в комплект входят еще узда и кнут". Edited April 13, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 akkai მეტნაკლებად ყველაზე 'ობიექტური ამ ეტაპზე პირველი არხია. მე არც მაგ კანალს არ ვუყურებ.პირდაპირ ბიჯუეტიდან ფინანსდება და შანსი არ არის რასაც ამბობ. :uh: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 akkai http://planeta.ge/index.php?showtopic=21218 ამ თემაში შეიხედე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 (edited) akkai მე ვარ ჩახედული ტელევიზიებში. თან ძალიან კარგად. რაღაცეებში გეთანხმები. რაღაცეებში არა.მთელი რეალ TV გადაბარგდება მაესტროში დიდი სიამოვნებით თუ უკეთეს პირობებს შესთავაზებენ ალბათ. ნუ 80-90% მაინც. ვინმე იზას მსგავსების გამოკლებით. ოღონდ ვერ დაგეთანხმები, რომ ისინი იქ მხოლოდ პრაგმატული თუ რაციონალური მოსაზრებებით მუშაობენ და თითქოს მორალი არაფერ შუაშია. მორალი თავშია. რაც კისამ ვერ თქვა მე ვიტყვი პირდაპირ: ამას ბოზობა ქვია - როცა იმას მისცემ ვინც ფულს გადაგიხდის (განმარტება - მუშაობ იქ, სადაც მეტს გიხდიან, მიუხედავად იმისა სამუშაო პატიოსანია თუ ბინძური), თუ დამატებით მაგარ ფულს გადაგიხდიან კარგ მინეტსაც გაუკეთებ რაც არ უნდა გული გერეოდეს ( გააკეთებ ისეთ რამეს, რაც არ გსიამოვნებს და გული გერევა. მაგალითად ვიღაცეებს რაღაცეებს დააბრალებ ან უბრალოდ საზიზღრობებს ილაპარაკებ მასზე). ასე შეიქმნა "ნოემბრიდან-ნოემბრამდე ", ასე შეიქმნა "მოდელირებული ქრონიკა", ასე შუქდება ნებისმიერი ადამიანი და მოვლენა, რომელიც პარტიის და პრეზიდენტის მხარდასაჭერად არ არის გამიზნული. ასე არსებობენ თენგო გოგოტიშვილები...აქ არ გამოდგება თქვენი ლოგიკა, რომ მედალს ორი მხარე აქვს, რადგან მორალის მეორე მხარე უზნეობაა. რაც შეეხება მაესტროს და კავკასიას, იქ არავინ გამოდის და არ დგამს ზოოპარკში დაფას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა სურათებია, არ მოყავს ხალხი და არ ალაპარაკებს რომ პეტრე აქლემს გავს, იმიტო, რო დორბლიანია, პავლე ტურას, იმიტო, რო ახვარია და ივანე კიდევ გველს, იმიტო, რო ყველას ეზიზღება...ეხლა კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა. აპრილის აქციების დროს პირველად რო დაიძრა ხალხის ნაკადი პარლამენტის შენობიდან ტელევიზიის მიმართულებით. ათობით ათასი ადამიანი მიდიოდა გეხსომებათ ვინც იქ იყავით. ხოდა, მე და ჩემი მეგობარი მივჩანჩალებთ ამ რიგის სულ ბოლოში, ჩვენს უკან ასე 30-40 მოხუცი ქალი თუ იქნებოდა კანტი-კუნტად. სამაგიეროდ წინ გზა არ ჩანდა საერთოდ. სავსე იყო ხალხით. ერთიც ვნახოთ და ოფიცერთა სახლთან ჩემი მეგობარი დავინხაე, იმედის ოპერატორი, მოაჯირზე ამძვრალა, კამერა კიდევ უფრო ზემოთ უჭირავს და ზედხედით მიღებს მე და ჩემ უკან მომავალ 30 ბებოს. ვინც ძალიან პრაფანი არაა ტელე-კინო ხელოვნებაში, უცბად მიხვდება ასეთი რაკურსით გადაღებული კადრები რა ეფექტს შექმნის. მივედი, მივესალმე, გადავკოცნე, მოვიკითხე და ვეუბნები რას აკეთებ, რას იღებ შეჩემა. ეს უნდა ანახოთ ეხლა ვითომ ამდენი ვიყავით მეთქი? აბაო, რამდენი ხართო და ვერ ვეწევი მე რო ამხელა კამერით ვირბინო და რიგის თავში მოვექცეო. რასაც ვასწრებ იმას ვიღებო. მეთქი შენ რო პატიოსანი კაცი იყო, წინიდან თუ ვერ ასწრებ, უკნიდან ხო ხედავ, პროსტა მიატრიალებდი კამერას და გადაიღებდი იქითა მხარეს თქო. თან ღობეზე ამძვრალი კი არა ჩვეულებრივად გადაიღებდი თქო. ბოლოს მითხრა რო პროდიუსერი მირეკავს ხოლმე და მეუბნება ესეთი კადრი მომეცი, ისეთი კადრი მომეციო და რა ვქნა, ამაში მიხდიან ფულსო. ცუდს რას ვაკეთებო? აკეთებთ ბატონებო. არ გინდათ აღიარება, მაგრამ ძალიან ცუდს აკეთებთ. ღირსება 1000 და 1500 ლარი არ ღირს. მე რომ მაგ ჟურნალისტებივით მეფიქრა და თავის სამართლებელი მიზეზები მეძებნა, დღეს ძალიან დიდი თანამდებობა უნდა მქონოდა. ყოველ შემთხვევაში მე როცა სერიოზული შემოთავაზება მქონდა (2001-ში, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის ხელმძღვანელობა+კეზერაშვილთან ერთად ქუჩის ბიჭებისგან ზონდერ ბრიგადის შეკრება), მაშინ კოდუა, ახალაიები, არსოშვილი, ცისკარიშვილი, კირკიტაძე ვინ იყვნენ და სად იყვნენ (კირკიტა მაშინ ასლანასთან ყოფილა აღორძინებაში მერე გავიგე) ალბათ წებოებს ათრევდნენ ვედროებით. მე პირველივე ბინძურ შეთავაზებაზე უარი ვთქვი და ამის გამო კაი ბარაქიანი ხელუკუღმაც მიიღო ტახირიჩმა (დღევანდელი იმედის ხელმძღვანელმა, არველაძემ) და კეზერას უმადლოდეს რომ პანღური არ მიყვა კიდევ.იმ დღის მერე (თარგამაძე რო გადააყენეს მაგის მეორე-მესამე დღე იყო) ფეხი აღარ მიმიდგავს ნაცებთან.ხო, ისა...ჩემს შემთხვევაში თვეში 10 000$-ზე იყო ლაპარაკი. ამხელა პოსტით იცი რისი თქმა მინდა მეგობარო? გგონია მე ვარ ძალიან მაგარი და განსხვავებული? ჩემსავით ჩემი ორი მეგობარი მოიქცა, მაშინ სამნი ვიყავით მოლაპარაკებაზე, ჩვენს უკან კი რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა. შემოთავაზება მათგან (ნაცები-მიშა) წამოვიდა. მე მაშინ ცხვირი კი არ ამიბზუებია? თუ გგონია ჩემთვის არ იყო საცდური (ან ეხლა არ იქნება) ამხელა თანხა და ასეთი პრივილეგიები? უბრალოდ ჩვენში მაშინ სინდისმა გადასძალა და მივხვდით, არანაირ თანხად არ გვიღირდა ვიღაცეების მოტყუება, მათზე რაღაცეების დაბრალება, მათი დაპადიეზდება და ათასი სიბინძურის გაჩალიჩება. არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ ამ ყველაფერს და იმას შორის, რასაც მიშაTV-ები აკეთებენ. ცალკე შევეხები იმას და ამით ამოვწურავ ამ თემას, რომ მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში, არცერთ არხზე, არცერთ გადაცემაში, ოპოზიციის კრიტიკა არ მიდის. ამის გაკეთება არის იდიოტიზმი და იმიტომ. ხელისუფლების კრიტიკა კი სავალდებულო და აუცილებელია და სწორედ ეს არის ობიექტურობა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო არის მადრიდის რეალი, ფლორენტინო პერესი მიშა, მანუელ პელეგრინი გილაური, რონალდო ვანო, კასილიასი ახალაია და ა.შ. გულშემატკივრები ვართ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა. ქვეყანა (გუნდი) მიყავს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, მთავრობას (პრეზიდენტს, მწვრთნელს, ფეხბურთელებს). ხოდა ამიხსენით ეხლა ამ გულშემატკივარმა რატომ უნდა აკრიტიკოს მაგალითად უეინ რუნი, ლუი ვან გაალი და სილვიო ბერლუსკონი? რა აზრი აქვს მათ კრიტიკას, ვისთვისაც მოსათხოვი არაფერი გვაქვს? და ვისაც პასუხისმგებლობა არ ეკისრება ჩვენს წინაშე? თუ ასე გვინდა რომ მათ დავაკისროთ პასუხისმგებლობა, მაშინ ჯერ უნდა მოვიყვანოთ ისინი მადრიდის რეალშე, ხო? საკმაოდ გარკვევით ავხსენი მგონი და დავღეჭე. არ დაიწყოთ ეხლა სხვადასხვა რამეაო და ა.შ. Edited April 14, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.