Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge გალიანის კომენტარები


Recommended Posts

ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებს რამდენიმე ინტერვიუ მისცა და მე მინდა ერთად შემოგთავაზოთ ისინი.

 

 

“კატანიასთან” თამაშის დროს გულშემატკივრების ქცევაზე:

 

 

“კატანიას” მეორე გოლის შემდეგ მე მომიბრუნდა ბატონი და დაცინვით დამიწყო ტაშის დაკვრა. ამიტომ გადავწყვიტე გავსულიყავი გასახდელში, სადაც შევძლებდი პირველი ტაიმის ბოლომდე ყურებას. ყველა ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ნამდვილი გულშემატკივარი ყოველთვის გვერდზე უდგას საყვარელ გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში.”

 

 

წყარო

 

 

იტალიურ ფეხბურთზე:

 

 

“კალჩოპოლმა დიდი გავლენა იქონია იტალიურ ფეხბურთზე, მან გამოიწვია იტალიის რეიტინგის დაცემას ფიფას რეიტინგში და ახლა ალბათ გერმანია გაგვასწრებს ჩვენ. როგორც ჩანს, 2012-ში ჩვენ სამ გუნდს გავუშვებთ ჩემპიონთა ლიგაზე, შეიძლება ეს 2011-შიც მოხდეს.”

 

 

“ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად “კიევოს” მიმართ, მას არ შეუძლია დაისახოს ისეთი მიზნები, როგორიც “იუვეს”.

 

 

შეგახსენებთ, რომ სწორედ “კიევომ” დაიკავა “იუვენტუსის” ადგილი სერია ა-ში მისი “ბებერი ქალბატონის” სერია ბ-ში გადასვლის დროს.

 

 

წყარო

 

 

ადრიანო გალიანისთან “მილანის გოლფის ტურიდან” გამოსვლისას ჟურნალისტები მივიდნენ და უგო ლორისზე კითხეს, მან კი ასეთი პასუხი გასცა:

 

 

“ლორისი თითქმის გადმოვიდა ჩვენთან 2008 წლის ზაფხულში, ჩვენ უკვე მასთან და აგენტთან შეთანხმება გვქონდა მიღწეული, მაგრამ აბიატიმ “პალერმოში” წასვლა არ ინება.”

 

 

წყარო

 

 

სტატიის ავტორი: FORZA-MILAN

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...