planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 საიტზე თითქმის ერთი თვეა რაც დევს გამოკითხვა და მისი შეცვლა გარდაუვალი გახდა, ვინაიდან ჯერ ერთი რომ მილანი სკუდეტოსსათვის ბრძოლას ვერ ახერხებს, და თან მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - ინტერმა ლიდერობა დათმო და დედაქალაქურ რომას გადაულოცა. როგორც რომას მწვრთნელმა განაცხადა,დარჩენილ ტურებში მხოლოდ მის ფეხბურთელებზეა დამოკიდებული მათი ჩემპიონობა. და ძნელია არ დაეთანხმო,მითუმეტეს ინტერს გადატვირთული გრაფიკი აქვს და დიდია იმის შანსი რომ სადმე კიდევ დაუცდეს ფეხი. რაც შეეხება გამოკითვის შედეგებს, ამ გამოკითხვაში მონაწილეობა 1668 მომხმარებელმა მიიღო და ხმები კი ასე გადანაწილდა: შეძლებს მილანი გაუწიოს ინტერს სკუდეტოსთვის კონკურენცია? 1. დიახ, შეძლებს (59.0%, 992 ხმა)2. ძალიან გაუჭირდება (24.0%, 394 ხმა)3. ვერა, ვერ შეძლებს (17.0%, 282 ხმა) თუმცა,თუ ინტერმა განაგრძო და სერია ა-ში ქულები კიდევ დაკარგა და მილანმა ქულები მოიპოვა მაშინ მილანი ინტერს გადაასწრებს და შესაბამისად ამ გამოკითხვაში დაფიქსირებული შედეგებიც სამართლიანი იქნება, თუმცა ბრძოლა არა სკუდეტოსათვის არამედ მეორე ადგილისათვის იქნება. რაც შეეხება ახალ გამოკითხვას, ის უკვე დაიდო საიტზე და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. სტატიის ავტორი Nutsu acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts