planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 (edited) თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ის, რაც მან 2008 წლის ზაფხულის მოვლენების დროს რუს სამხედრო ოფიცრებს სტალინის ძეგლთან დაკავშირებით შესთავაზა, მისი მხრიდან "მხოლოდ ირონიული დაცინვის გამომხატველი წინადადება იყო". კერძოდ, როგორც "პირWელთან" საუბრისას თარგამაძემ განაცხადა, როცა ტყვეების გაცვლასთან და ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებით რუს ოფიცრებთან "საკმაოდ რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მათი მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი მცდელობებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება ფინანსებისთვის მიებათ და ქართული მხარისაგან ფული გამოეძალათ". მისივე თქმით, "მოფიქრებულ იქნა მექანიზმები, რათა ამ მიმართულებით ყოველგვარი ვაჭრობა გამორიცხულიყო". რაც შეეხება უშუალოდ სტალინის ძეგლის თემას, როგორც თარგამაძე აცხადებს, რუსმა სამხედრო ოფიცრებმა თავად დააყენეს საკითხი, რომ თუკი ქართული მხარე მათ ფულს გადაიხდიდა, ისინი დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს სტალინის ძეგლის დაცვას დაავალებდნენ. "სწორედ ამის საპასუხოდ განვუცხადე მათ, "ოღონდ არ ააფეთქოთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ხიდები, გზები და შენობა-ნაგებობები და სტალინის ძეგლის განადგურებისთვის ფულს აქეთ გადაგიხდით". თუმცა ეს ჩემი მხრიდან მხოლოდ ირონიული და არასერიოზული პასუხი იყო მათ სერიოზულ შემოთავაზებაზე" - განუცხადა "პირWელს" გივი თარგამაძემ. ამასთან, ქართველმა მაღალჩინოსანმა ისიც ხასგასმით აღნიშნა, რომ რუსულ მასმედიას იგი არ უყვარს. "რუსული მედია მუდმივად ცდილობს და ალბათ, მომავალშიც ეცდება, ჩემს სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ინსინუაციებისთვის გამოიყენოს" - დასძინან მან. View the full article Edited April 12, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 (edited) გივი თარგამაძე - რუსმა ოფიცერმა ქართულ მხარეს გარკვეული თანხის საფასურად სტალინის ძეგლის დაცვა შესთავაზა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის განცხადებით, სტალინის ძეგლთან დაკავშირებით რუს ოფიცრებთან მისი შეთავაზება არასერიოზული და ცინიკური იყო. როგორც გივი თარგამაძემ განმარტა, აგვისტოს ომის დროს რუს ოფიცრებთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა, მაგრამ ტყვეების გაცვლასა თუ ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსი ოფიცრები ცდილობდნენ, ქართული მხარისთვის ამ მიზნით ფული გამოეძალათ, თუმცა, ქართულმა მხარემ შეიმუშავა ისეთი მექანიზმები, რომ ყოველგვარი ვაჭრობა გამორიცხა. რაც შეეხება სტალინის ძეგლს, გივი თარგამაძის განცხადებით, ასეთი მოლაპარაკებისას დაბალი რანგის რუსმა ოფიცერმა ქართულ მხარეს გარკვეული თანხის საფასურად სტალინის ძეგლის დაცვა შესთავაზა. ამაზე კი, გივი თარგამაძემ მას უპასუხა, რომ თუ რუსი ოკუპანტები საქართველოს ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებდნენ, სტალინის ძეგლის გასანადგურებლად ქართული მხარე ფულს აქეთ გადაიხდიდა. “ეს იყო ჩემი ცინიკური პასუხი მათ არასერიოზულ შეთავაზებაზე”, - განაცხადა გივი თარგამაძემ. ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ პოსტი დარედაქტირდა 2.3. უცენზურო ლექსიკის გამოყენება არა ფორუმელთა (საჯარო პირები, პოლიტიკოსები) და პოლიტიკური კონფესიების მიმართ. ამ ტიპის დარღვევაზე მოხდება პოსტის რედაქტირება, ფორუმელი კი სიტყვიერად გაფრთხილდება. ფორუმელის მხრიდან იგივე ქმედების არა ერთხელ განმეორების შემდეგ შეიძლება მასზე გაიცეს ვორნი. Edited April 12, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 (edited) არსებობს თემა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იხურება. ვერ ვიპოვე ძველი თემა. ამიტომ ამას გავხსნი და ”ახალი ამბებიდან” შესაბამის ინფორმაციასაც მივუერთებ. Edited April 12, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2010 planetanews ამასთან, ქართველმა მაღალჩინოსანმა ისიც ხასგასმით აღნიშნა, რომ რუსულ მასმედიას იგი არ უყვარს.ამასთან დაკავშირებით პანიკოვსკის სიტყვები გამახსენდა: "მენია ჟენშჩინი ნე ლუბიატ" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 ერტი ის ხომ აგორდა მაგრად გოროზია-ვილისი -რუსი გენერალი ეხლა ეს რასკლადი....დებილია რა ეს ოპოზიცია შევეშვათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.