prologic Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 აგერ უკვე სამი წელია, თანამედროვე ქართული ეკონომიკის (ნუ მკითხავთ ეხლა ეგ სადააო) მამის კახა ბენდუქიძის ძალისხმევით და ავტორობით, ე.წ. უმწეოთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე, სადაზღვევო კომპანიები ჩადგნენ. სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს მათ 15 ლარს (მანამდე 12,5 ლ და 7ლ) . სულ უმწეოთა სიაში 900 000 სახელი და გვარია,მარტივი ვარჯიში არითმეტიკაში და მივიღებთ,რომ ჩვენი ღარიბი ქვეყანა,კიდევ უფრო ღარიბი მოქალაქეების ჯანდაცვისათვის ყოველთვიურად 13 500 000 ლარს იმეტებს. ამ "გენიალურ" რეფორმამდე სახელმწიფი, თავისი ერთ-ერთი სააგენტოს სახით პირდაპირ უხდიდა საავადმყოფოებსა და კლინიკებს უმწეოთა კონტინგეტისათვის გაწეული სამედ.მომსახურების საფასურს. დღეს, რომ ხსენებული თანხა ჯანდაცვაში მიდიოდეს, ათობით საავადმყოფო იქნებოდა უკვე პრივატიზებული და განახლებული. ამის მაგივრად ეხლა გვაქვს შემდეგი სურათი, კლინიკებს თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი, რემონტები აღჭურვილობა არ ახლდება (ერთეულები არ ითვლება), ახალი თაობის სპეციალისტების საზღვარგარეთ მოსამზადებლად სახსრები არ არსებობს (ათეულათასობით ევროა საჭირო 1 სპეცზე) , სერვისის ხარისხი ძალიან დაბალ დონეზე რჩება. სადაზღვევო კომპანიები ეკონომიის მიზნით (100-200ლ/პაც) მიდიან სხვადასხვა ხრიკებზე, აგზავნიან პაციენტებს იაფფასიან დაბალი დონის კლინიკებში, ატყუებენ მათ,რომ კარგი კლინიკის მოთხოვნის უფლება არ აქვთ , მეორეს მხრივ თვეობით უგვიანებენ კლინიკებს გაწეული მომსახურეობის ანაზღაურებას. ყველა სადაზღვეოს ხელ-ბა პროვაიდერთან ერთმანეთთან იდენტურია.მაგალითად: 27 მარტს კლინიკამ ,უმწეო კონტინგენტის პაციენტ ქამუშაძეს გაუკეთა ოპერაცია, 5 თებერვალს გაწერა და დახურა ისტორია, ამ სამუშაოს ანაზღაურებაზე მოთხოვნის წარდგენა კლინიკა სადაზღ.კომპანის მხოლოდ მარტის დასაწყისში ვთქვათ 2 მარტს წარუდგენს, ანაზღაურებას ხელ-ის შესაბამისად მხოლოდ 2 აპრილს მიიღებს. რეალობაში ეს თარიღი უცნობია, ანგარიშსწორება აგვისტომდეც შეიძლება გაიწელოს. არავითარი სანქციები მათზე არ მოქმედებს , ბევრი გამწარებული კლინიკა უარს ეუბნება პაციენტებს მკურნალობაზე.კლინიკებს აღარ სჯერათ სადაზღვეოების დაპირებებისა. იმავე დროს სახელმწიფოსაგან მიღებული მილიონები განთავსებულია საბანკო დეპოზიტებზე. ამ პროგრამიდან 50%-ი საოპერაციო მარჟის სახით კომპანიათა კერძო მფლობელებს ახარებთ. და ეს არის წარმატებული რეფორმა?? საწყალი უმწეო, რომელზედაც ჩვენ (გადამხდელები) ამხელა თანხას ვხარჯავთ, იღებს არასრულფასოვან ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის საშიშ სერვისს. მკურნალობის ტარიფები ამ კონტინგეტისათვის გაცილებით დაბალია ვიდრე კორპორატიული კლიენტელისათვის, რაც მოქმედებს სერვისის ხარისხზე. მაგალითად სიმსივნის ამოჭრისას არ კეთდება მორფოლოგიური კვლევა, რათა დადგინდეს კეთილთვისებიანი იყო სიმსივნე თუ ავთვისებიანი. სადაზღეოები ეუბნებიან გაუთვითცნობიერებელ უმწეოებს, არაა საჭირო ეგ გამოკვლევა "გაბოლებენ" ექიმებიო. ამავე დროს რა ხდება ავტო დაზღვევაში, მაქსიმუმ 7 დღეში "პროფილაქტიკის " ინვოისი გადახდილია. ეხლა იგივე კომპანიებს დაავალეს საავადმყოფოების აშენება და მართვა, ეს არის მარაზმი, ეს სქემა ვერ იმუშავებს.თვით სადაზღვეობი , იშვიათი გამონაკლისის გარდა არის "დაულაგებელი" , "ბარდაკი" აქვთ მენეჯერიალურ ვერტიკალში. კორუფცია ყვავის, ატკატები ყოველდღიურობაა. თუ არ შეგიძლია რაიმე შენ თვითონ მოიგონო, ნახე სხვა როგორ აკეთებს,არსებობს ამერიკის და ევროპის გამოცდილება, იმათაც ყავთ თავიანთი "უმწეობი" და ისინიც ზრუნავენ მათ ჯანდაცვაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 prologic ჩემის აზრით, სადაზღვეობი უნდა მოიჟიმნონ, თანაც სერიოზულად, რომ მომსახურება გამოასწორონ, მაგრამ მიმართულება იგივე უნდა დარჩეს.თავს ვერ დავდებ ნამდვილად მაგრამ რაღაც ეგრე მესახება სისწორე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted April 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 prologic ჩემის აზრით, სადაზღვეობი უნდა მოიჟიმნონ, თანაც სერიოზულად, რომ მომსახურება გამოასწორონ, მაგრამ მიმართულება იგივე უნდა დარჩეს.თავს ვერ დავდებ ნამდვილად მაგრამ რაღაც ეგრე მესახება სისწორე... ამერიკაში ეგრე არ არის, სახელმწიფოს შექმნილი აქვს რამოდენიმე სააგენტო, ყველაზე დიდი "მედიქეა" და "მედიქეიდ", ფინანსდებიან 50/50, შტატი+ ფედერ.ბიუჯეტი. თვითონ არჩევენ პროვაიდერებს და უმწეოთა სიას. კლინიკები არის კერძო,ქალაქის საკუთრება ან რაიმე ფონდის, გაწეული მომსახურების საფასურს იღებს პირდაპირ სააგენტოებიდან. http://www.medicare.gov/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 არ ვენდობი მე სახელმწიფო სტრუქტურებს საქართველოში და თუ გინდ მომკალი მერე ნახე აღებ მიცემობა, კორუფცია და ათასი უბედურება... + ბიუჯეტზე უზომოდ დიდი დატვირთვა...ამავე დროს ჯანმრთელობა არის უპირველესი და ერთ ერთი პირველი საჭიროება რომელიც ქვეყანამ თავის მოქალაქეებს უნდა დაუკმაყოფილოს...არ ვიცი.ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია.თანაც ეს სამედიცინო დარგი ხომ არ შეიძლება სულ ქრონიკულ გარდაქმნებსა და რეფორმებში იყოს? რაღაზე უნდა გაჩერდეს და დაიწყოს არსებულის დახვეწა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.