planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakiev1-150x150.jpgყირგიზეთის გადაყენებული პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი ქვეყნის დედაქალაქის ჯალალ-აბადში ან ოში გადატანის ინიციატივით გამოდის. ბაკიევი არ გამორიცხავს, რომ მან მთავრობის ახალი ორგანოები ჩამოაყალიბოს. ამ დროისთვის ყირგიზეთის პრეზიდენტი ქვეყნის სამხრეთში იმყოფება.დღეს მან თავის მხარდამჭერებთან ერთად ჯალალ-აბადის ოლქში მიტინგი გამართა და განაცხადა, რომ ოპოზოციონერების მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას ლეგიტიმურად არ ცნობს. პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის წევრები “ბანდიტები და მკვლელები” არიან. საპროტესტო აქციები ყირგიზეთში 6 აპრილს დაიწო და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ძალოვანი სტრუქტურების და მომიტინგეების შეტაკებების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაშავდა.Oოპოზიციის მიერMმთავრობის შენობის შტურმის შემდეგ, ყურმანბექ ბაკიევმა დედაქალაქი დატოვა და ქვეყნის სამხრეთს შეიფარა თავი.Pპოლიცია და ჯარი მომიტინგეების მხარეს გადავიდა.Oოპოზიციონერებმა დროებითი მთავრობა შექმნეს როზა ოტუნბაევის ხელმძღვანელობით და მიტინგების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გადალახვას სციდობს. ყირგიზეთის პრეზიდენტი პოსტის დატოვებას არ აპირებს, ის არც დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მართვას განაგრძობს.ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ ბაკიევის დაკავების ოპერაცია უკვე მზადდება, რის შემდეგადაც პრეზიდენტმა აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts