planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 http://newsimg.bbc.co.uk/media/images/44591000/jpg/_44591795_fa_pa416.jpgგთავაზობთ უახლეს ინფორმაციას ტრავმირებულ ფეხბურთელებზე მელვუდიდან. ემილიანო ინსუამ გამოტოვა “ლივერპულის” შემადგენლობაში ბოლო 2 მატჩი, რისი მიზეზიც მცველის ბარძაყის კუნთის დაჭიმვა გახლდათ. “ემილიანოს მკურნალობა კარგად მიდის, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ტრავმაა და საჭიროა კიდევ მოცდა. ის ვარჯიშობს და განაგრძობს მკურნალობას”. “იგი ჯერ კიდევ შეძლებს ამ სეზონში თამაშს, თუკი მკურნალობა კარგად ჩაივლის. ეს რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა” – განაცხადა რაფა ბენიტესმა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას. შედარებით უკეთესი სიახლეა მერსისაიდელთა კიდევ ერთ ტრავმირებულ მცველ ფაბიო აურელიოზე. მან შესაძლოა მალე განაახლოს ვარჯიში პირველ გუნდთან ერთად. “ფაბიო პროგრესირებს. შესაძლოა, 1 კვირაში, ან 10 დღეში მან დაიწყოს ვარჯიში. თუკი ფაბიო მზად იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გუნდისთვის”. პ.ს. ჯერ კიდევ ველოდებით ინფორმაციას ფერნანდო ტორესის ტრავმის შესახებ. როგორც კი ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, უმალვე განთავსდება ჯერ ოფიციალურ, ხოლო შემდეგ ჩვენს ვებგვერდზე. ასე, რომ დაელოდეთ “ელ ნინიოს” შესახებ უახლეს ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო:www.Liverpoolfc.tv http://assets.liverpoolfc.tv/uploads/banners/act_emiliano_insua_4a6ee36e1071e453709348.jpg View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts