planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 როგორც ყოველთვის მატჩების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელები, მწვრთნელები აკეთებენ კომენტარს. გთავაზობთ რამდენიმე “მილანელის” და “კატანიელის” კომენტარს მატჩის შემდეგ. ლუკა ანტონინი: “სწრაფი გოლის შემდეგ ჩვენ იძულებულნი ვიყავით წავსულიყავით შეტებაში, რათა მოგვეგო. თამაშის დასაწყისში ჩვენ ვთამაშობდით ძალიან ნელა და მეორე ტაიმში რომც შეგვეტანა გარდატეხა თამაშში, რეზულტატი მაინც ვერ შეძლებდა ჩვენს გახარებას. სამწუხაროდ, სამი ქულის აღების შანსი გავუშვით. ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა, მათ შეძლეს რონალდინიოს განეიტრალება. “მილანი” ახლა მესამე ადგილზეა და ჩვენ ვეცდებით ავიწიოთ მაღლა.” წყარო ჯუზეპე მასკარა: “მილანი ფიზიკურ მომზადებაში მოიკოჭლებს(აბსოლუტურად მართალია-ავტ.) “როსონერი” ახლა თამაშობს პროგნოზირებად ფეხბურთს. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ისინი ითამაშებდნენ რონალდინიოზე, რომელიც დაიწყებდა მის შეტევებს.” წყარო მაქსი ლოპესი: “მე ვფიქრობ, რომ “კატანიას” არ უთამაშია ცუდად იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.” ასევე მაქსიმ ისაუბრა მის ყოფილ კოლეგაზე “ბარსელონაში”, რონალდინიოზე, რომელიც აღფრთოვანებული იყო ლოპესის თამაშით. “რონალდინიო ჩემი მეგობარია.” წყარო “კატანიას” მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი: “პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, სადაც გავიტანეთ ორი მნიშვნელოვანი გოლი. ვიცოდით, რომ შესვენების შემდეგ იქნებოდა უფრო რთჲლი, მაგრამ “როსონერის” სწრაფმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. სკუდეტო? მას “ინტერი” მოიგებს.” წყარო ხოლო “შავ-წითლების” ორმა ფეხბურთელმა, კაპიტანმა 23-ე ნომერმა იტალიელმა მასიმო ამბროზინიმ და 22-ე ნომერმა ასევე იტალიელმა მარკო ბორიელომ Sky-თან კომენტარზე უარი თქვეს. წყარო სტატიის ავტორი: FORZA-MILAN acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts