planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/D_kaczynska_147998l-150x150.jpg მოსკოვში პოლონეთის პირველი ლედის მარია კაჩინსკას ცხედრის ამოცნობის პროცედურა უკვე დასრულდა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის თავმჯდომარის მოადგილემ იაცეკ სასინამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ლედის ცხედარს ვარშავაში რაც შეიძლება მალე გადაასვენებენ. გამოსათხოვარი ცერემონიალი 13 აპრილს გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შაბათს, 17 აპრილს, ერთად დაკრძალავენ. ამავე დღეს დაკრძალავენ ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილ მთავრობის სხვა პირებსაც. ცხედრების ამოცნობის პროცესი მოსკოვში კვლავ გრძელდება.პრეზიდენტის თვითმფრინავი 10 აპრილს ქალაქ სმოლენსკთან ახლოს ჩამოვარდა და მას პოლონეთის პრეზიდენტი და ქვეყნის მაღალჩინოსნები შეეწირნენ. ისინი სმოლენსკში დახვრეტილი პოლონელი ოფიცრებისთვის პატივის მისაგებად მიდიოდნენ. დახვრეტილებს შორის, პირველი ლედის მარია კაჩინსკას ძმაც იყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts