Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - The Wall Street Journal: წარმოუდგენელი მოვლენის გამო რუსულ–პოლონურმა ურთიერთობებმა ისტორიულ პიკს მიაღწია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Wall-Street-Journal-150x150.jpg რუსულ–პოლონური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ბევრი მკვეთრი ეპიზოდი ახსოვს. 17–ე საუკუნეში პოლონეთმა კრემლი დაიპყრო და შეეცადა რუსეთის ტახტზე თვითმარქვია ხელისუფალი აეყვანა. მოგვიანებით რუსეთის იმპერიამ დასავლეთით ექსპანსიის დროს პოლონეთის ნაწილი დაიპყრო.

 

 

ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal გაზეთი სტატიას სათაურით- “პოლონეთის და რუსეთის ჩახუტება ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენების ჭრილში”- აქვეყნებს.

 

 

სტატიაში ნათქვამია, რომ საუკუნეზე მეტხანს პოლონეთი სასტიკი ცარისტული ბატონობის ქვეშ იტანჯებოდა; რუსეთის ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა იქით იყო მიმართული, რომ პოლონეთის სამეფო საკუთარ რეგიონად ექცია, ცარისტული რუსეთი მიისწრაფვოდა პოლონეთი მსოფლიოს რუკიდან წაეშალა და რუსული ენაში თავად მისი სახელწოდებაც კი შეეცვალა.

 

 

შემდეგ 20–ე საუკუნე დადგა. მან პოლონეთს საბჭოთა სახელმწიფოსთან ომი მოუტანა, მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი, რომლის თანახმადაც სტალინმა და ჰიტლერმა პოლონეთი გაიყვეს; ომის შემდეგ კი – ათწლეულების საბჭოთა ბატონობა. შედეგად ქვეყნებს შორის ძალიან რთული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, და მათში რაიმენაირი პროგრესის დანახვა, თუკი ასეთი რამ არსებობდა, შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყო. თითქოს ეს მუდმივად ასე იქნებოდა.

 

 

გუშინ საღამოს, პოლონური წარმოშობის ამერიკელმა სოვიეტოლოგმა რიჩარდ ფაიფსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვა კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მძიმე რუსულ–პოლონურ ურთიერთობებს. ფაიფსის თქმით, დღეს, როდესაც პოლონეთი მის ლიდერს გლოვობს, ამის შესახებ მის გარდა ცოტა თუ საუბრობს.

 

 

„მართალია, მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები დამნაშავეები არ არიან, თუმცა კატასტროფა რუსულ–პოლონურ ურთიერთობებს გააუარესებს“, – განაცხადა მან.

 

 

„კატასტროფა საფრანგეთში რომ მომხდარიყო, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე არანაირად არ აისახებოდა. მაგრამ რუსეთი – სხვა საქმეა. პოლონელებში კატინის ტრაგედიაზე მოგონება ცოცხალია, და ფსიქოლოგიურად რუსების მიმართ მათი პრეტენზიების გაგება, შესაძებელია“, – განაცხადა ფაიფსმა ჟურნალისტთან საუბარში.

 

 

“რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, რუსეთი ახლავე გაზსადენ Nორდ შტრეამ–ის მშენებლობას არ შეწყვეტს, ამ მხრივ არც პოლონეთი იტყვის უარს თავის პრეტენზიებზე; ალბათ ქვეყნებიც არ მოაწერენ ხელს სასწრაფოდ ერთწლიანი დავის შემდეგ გაზზე შეთანხმებას. მოსკოვი, როგორც ჩანს არც კატინის მსხვერპლთა რეაბილიტაციას მოახდენს სასწრაფო წესით, და ადრე თუ გვიან, ისეთი საკითხი, როგორიცაა ის თუ როგორ წარმოუდგენია რუსეთს მისი გავლენის სფერო და რაში იქნება პოლონეთი მისი კონკურენტი, დღის წესრიგში დადგება.

 

 

მაგრამ ამ წარმოუდგენელი მოვლენის გამო რუსულ–პოლონურმა ურთიერთობებმა ისტორიულ პიკს მიაღწია. ეს არანაირ დადგენილებებში დაფიქსირებული არ არის; საეჭვოა ამას პოლიტიკოსები უფიქრდებოდნენ,-“ წერს The Wall Street Journal.

 

 

თუმცა, პოლონელებზე ძალიან იმოქმედა პუტინის გულითადმა ნაბიჯმა, როდესაც შაბათს ის პოლონეთის აცრემლებულ პრემიერ–მინისტრს ჩაეხუტა კატასტროფის ადგილას სმოლენსკში. ქვეყანა მადლიერია დახმარებისთვის, რომელიც რუსეთმა დაღუპულთა ოჯახებს გაუწია, მათ ვინც კატასტროფის ადგილას ჩავიდა, იქ სადაც მათი საყვარელი ადამიანები დაიღუპნენ.

 

 

და ბოლოს, დღეს საღამოს რუსეთის ნაციონალური არხების ეთერში ნაჩვენები იქნება ანჯეი ვაიდას ფილმი „კატინი“. ათობით მილიონი რუსეთის მოქალაქე მთელი ქვეყნის მასშტაბით – ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე – შეძლებს ნახოს ფილმი მასობრივ მკვლელობაზე, რომელზე ბრძანებაც 1940 წელს სტალინმა გასცა. ამ ფილმის დემონსტრირება მრავალი თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო. პირველად ის ფრთხილად აჩვენეს ერთი კვირის წინ ელიტურ არხზე „კულტურა“, რომლის მაყურებელიც შეზღუდულია. რუსეთის საზოგადოებრივ არხს ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, და პოლონეთი ამაში სიმბოლურ ჟესტს ხედავს. პოლონელებს ეს დაამახსოვრდებათ, ისევე როგორც დაამახსოვრდებათ ადამიანური გამომეტყველება პუტინის სახეზე.

 

 

“ეს მოვლენები ორი ერის ისტორიაში დარჩება, ერების, რომლებიც ერთ სლავურ ენობრივ ოჯახს განეკუთვნებიან,”- The Wall Street Journal.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...