Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით სპეციალური საბჭოს შექმნა იგეგმება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/loto-150x150.jpgფინანსთა სამინისტროში ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სპეციალური საბჭოს შექმნა იგეგმება.

 

 

ცვლილებებს ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ კანონპროექტი გულისხმობს, რომელიც პარლამენტში დღეს შევიდა.

 

 

კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს ფინანსთა მინისტრი შექმნის და ის მთავრობის ნაცვლად განიხილავს და შეითანხმებს თამაშობის ზოგად წესს, წამახალსიებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში.

 

 

ასევე, საბჭოს მეიცემა უფლება განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებული იქნება ლატარიასთან.

 

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს კანონით გათვალისიწინებულ ტენდერში გამარჯვებული ერთი ორგანიზაცია, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საბჭო, რომელიც განიხილავს ლატარიებთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იყოს.

 

 

შესაბამისად, კანონპროექტის მიეხვდით, ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გასაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლებელი იქნება შევიდნენ სხვა პირებიც.

 

 

ამასთან, საბჭოს შემადგენლობა დაკომლექტდება ფინანსთა, იუსტიციის, ეკონომიკური განვითარების და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების სისტემის თანამშრომლებით.

 

 

საბჭო კანონპროექტით, 2010 წლის 1 ივნისამდე უნდა შეიქმნას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...