Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მედვედევი კოსმოსურ პროგრამაში ჩართული ქვეყნების სამიტის ჩატარებას გეგმავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/medvedevi-www.newalliance.info_-150x150.jpg

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კოსმოსურ პროგრამაში ჩართული სახელმწიფოების სამიტის ჩატარებას აპირებს.

 

 

რუსეთის პრეზიდენტი დღეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტებს ესაუბრა, მათ კოსმონავტიკის დღე მიულოცა და კოსმოსურ პროგრამაში ჩართული ქვეყნების სამიტის ჩატარება შესთავაზა.

 

 

მისი თქმით, კოსმოსურ სფეროში შექმნილი საკითხები საერთაშორისო მაშტაბით უნდა იყოს განხილული.

 

 

“კარგი იქნებოდა კოსმოსური გამოკვლევებით დაკავებული ყველა ქვეყნის სამიტის ჩატარება,”_განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

მედვედევმა აღნიშნა, რომ ეტაპი, როდესაც კოსმოსის ათვისება “იდეოლოგიური მიზიზების გამო, ავტონომიურ რეჟიმში მიმდინარეობდა” წარსულს ჩაბარდა. მან ყველა ქვეყანას თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისკენ მოუწოდა.

 

 

“მე ვთვლი, რომ ამ ტიპის კოოპერაცია მომავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური პროექტები სულ რთულდება,”_ განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟმა, რომლის შემადგენლობაში სხვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები შედიან, მედვედევის ინიციატივას მხარი დაუჭირა. სადგურის ხელძღვანელი ოლეგ კოტოვი პრეზიდენტს დაეთანხმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი პროექტები ნაციონალურებისაგან განსხვავებით, უფრო მეტ რეზულტატს მოიტანენ.

 

 

“ერთად ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ,” -განაცხადა კაპიტანმა.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოსმოსის ათვისება ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროგრამაა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...