planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 10 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ, ხორხე ვალდანო კატალონიის "ბარსელონას" გასახდელს ეწვია, რათა დამსახურებული გამარჯვება მიელოცა ხოსეპ გუარდიოლასთვის. მადრიდის "რეალის" გენერალურ დირექტორს "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და რამდენიმე წუთით მასთან საუბარში შეყოვნდა. სწორედ ამ დროს, გასახდელიდან სტუმართა არგენტინელი მცველი, გაბრიელ მილიტო გამოვარდა და ვალდანოს უყვირა: "და ახლა რა, რას იტყვი ?! ახლა რა ?!" იხილეთ realmadrid.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts