planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/statistika2-150x130.jpgსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის სამმართველომ თეატრებისა და მუზეუმების წლიური გამოკვლევა დაიწყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევას ექვემდებარება საქართველოში მოქმედი ყველა თეატრი და მუზეუმი. “აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიიღება თეატრებისა და მუზეუმების მუშაობის ამსახველი ძირითადი მონაცემები. კერძოდ, თეატრების რაოდენობა, მათში ადგილების რაოდენობა, მაყურებელთა რიცხოვნობა, ჩატარებული და ახლად დადგმული სპექტაკლების რაოდენობა, მუზეუმების რაოდენობა, მათში ექსპონანტების რაოდენობა, დამთვალიერებელთა რიცხოვნობა და სხვ. გამოკვლევის შედეგები 2010 წლის 18 აგვისტოს გამოქვეყნდება”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts